ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2021


რიგგარეშე განკითხვის დღე

წლებია ერთი კოშმარი არ მასვენებს. მესიზმრება ის წყეული სასამართლო პროცესი, ჩემს  ფირუზისფერთვალებიან, ხვალოტანასა და ოქროს თმაწვერიან ვაჟს ჩემივე ხელით რომ გამოვუტანე სასიკვდილო განაჩენი.
ისეთი სიზმრებია ცხადისგან ვერ გაარჩევთ ისე დარბის ყოველი კადრი და ფილმად იკინძება რომ ყველაფერს როგორც მესამე პირი ისე ვადევნებ თვალს...
დარბაზის ერთ მხარეს შემაღლებულ ადგილას ტყავის სავარძელზე ვზივარ მოსამართლის მანტიით შემოსილი მრისხანებით თვალებ ანთებული, სულზე ხიბლის ფარდა ჩამოფარებული, ამპარტავნებისგან სახეზე ზიზღგადაკრული, სხეულში იუდა-ჩასახლებული ცხოველი.
მოპირდაპირე მხარეს უსამართლობას შეგუებული, დასაკლავად გამზადებული ბატკანივით მცქერალი ბიჭი. თვალები ცრემლში ეხრჩობოდა, რაღაც უხილავად გაბმული სულიერი ძაფების საშუალებით მთხოვდა შებრალებას, თუმცა ახლა როცა ზღვა დრო მაქვს საფიქრად ვხვდები რომ მე უსუსურ არსებას არავის შებრალება არ ძალმიძს.
მის გვერდით უსათნოესი ახალგაზრდა გოგონა იდგა კალმითნახატი, ბუნების შედევრი,მხრებზე დალალებ გადმოყრილი რაღაც არა ამქვეყნიურად გაცისკროვნებული სახის პატრონი, მზესავით თვალის მომჭრელი მზერა ჰქონდა მკაცრი და ორმაგად სათნო, დიდხანს რომ გეყურებინა დაბრმავდებოდი -  რომ არა ჩემი და ეშმაკის მეგობრობა მარტო იმ ანგელოზის ხილვა დამაჯერებინებდა ღვთის არსებობას.  შიში არ ეტყობოდათ ან უბრალოდ მე ვფიქრობ ასე და საერთოდაც არ ეშინოდათ მათ ხომ სწამდათ ის ვისთვისაც სიცოცხლე არ ეშურებოდათ. მხოლოდ ერთი რასაც ვამჩნევდი და სიზმრებშიც ვხედავ იასპისფერ ბაგეებს აცმაცუნებენ ჩუმად თუმცა გარკვევით ამოიკითხავ სიტყვებს რომელსაც მთის გადამაადგილებელი ძალის ხმით ამბობენ "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილიო." ყოველი მათი წარმოთქმული სიტყვა მიმძაფრებდა მკაცრად დასჯის სირვილს, ცხადია მე გულქვა მხოლოდ სიკვდილით არ დავკმაყოფილდებოდი. ჩემი დახშული გონებიდან გამოტანილი აზრით მათი საკადრისად დასჯის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ყოველი მათზე დარტყმული როზგი ახალ პლუსს ნიშნავდა სავლე ჯვარიძის გასწვრივ მეთქი ვფიქრობდი და თვალები გეენისეური სიბნელით მევსებოდა მოკვდავთ ნათლად რომ გვეჩვენება.
განაჩენის გამოსატანად არც გავსულვარ დარბაზიდან, გასამართლებელი სიტყვის თქმის უფლებაც კი არ მიმიცია მათვის ისე გამოვიტანე განაჩენი: ვბრძანე
მათი გაროზგვა იქამდე სანამ სხეულის ყოველი ნაწილი არ იგემებდა "დალოცვილი როზგის მადლს", ორივესთვის მარჯვენა ხელის მოკვეთა ვისურვე ჯვრის გამოსახვა რომ ვერ მოეხერხებინათ და ბოლოს რაღათქმაუნდა სარჩობელა
ჯალათებს ვუხმე და განაჩენის აღსრულება ვუბრძანე, ვსულვსწრაფობდი მინდოდა მალე გამესტუმრებია ან იქნებ უხსენებელი დარდობდა გონება არ გამნათებოდა და არ გადამეფიქრებინა ამ საშინელების ჩადენა. განაჩენი ჩაქუჩითაც დავამოწმე... რეალურად ჩამოხრჩობის შემდეგ ვივახშმეთ შემდეგ კუჭგასიებულს ხროტინით ისე ჩამეძინა რომ დაძინება არ მახსოვს მაგრამ სიზმრებში ჩაქუჩის ზედაპირზე შეხება და ყველაფრის ცეცხლად გარდაქმნა წამის მეათედებში ხვდებოდა, მთელი დარბაზი იწვოდა და მეც ყველა იქ მდგომ ჩემს მსახურთან ერთად.  დარბაზის შუაგულიდან მარჯვნივ ცეცხლის მდინარე მობრდღვიალებდა, გრიგალი ქროდა და არ ცხრებოდა ცეცხლი. პირიქით, საშინელი, რქიანი არსებები შეშის ნაცვლად ადამიანებს  უნთებდნენ ცეცხლს და უფრო მეტად გიზგიზებდა კოცონი, უცებ "ჭიაკოკონობის" საღამო გამახსენდა, ოღონდ უფრო საშინელი... მარცხნივ ვეებერთელა ქვაბში ლავა თუხთუხებდა. გაურკვევლობით გზააბნეული ვცდილობდი რაიმე ნაცნობის ნახვას რა დროსაც ორი ალქაჯი შემახტა რომ მიცქერდნენ მე გზააბნეულ ცეროდენა კაცს დემონური ხარხარით დამცინოდნენ.
საშინელი შესახედაობის იყვნენ ღაზლისთმიანები, მათ მარადიულად ცეცხლზე მცქირალ თვალებს ცეცხლის ფერი ჰქონდა მიღებული, მაღლები გახლდათ, გრძელივე ბრჭყალებით. საშინელი სუნი ასდიოდათ და ზიზღთან ერთად შიშსაც ბადებდნენ. ორივე მხარეს, იღლიების ქვეშ ამომიდვეს მხრები და აღმოსავლეთ მხარეს წამათრიეს, სადაც გრილოდა... კეთილსუნნელება იგრძნობოდა. რაღაც ბულბულზე უფრო ტკბილი ხმით ისმოდა გალობა "წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება" რაღაც განსხვავებული ნათება იყო, არვიცი რატომ მაგრამ ზევით ახედვა მინდოდა, მინდოდა, თუმცა იგივე ძალა მაკავებდა რომელიც ახედვის სურვილს მიღძრავდა არსებაში .. თავს ვძლიე და ავიხედე (ან იქნებ ნება დამრთეს…). თვალი მომჭრა დამაბრმავებელმა სინათლემ... ღრუბლებზე ფერხნი ელაგა, ბრწყინვალე სახის გამომეტყველება მაშინებდა, მაძრწუნებდა. ირგვლივ უზარმაზარი, თეთრ-ფრთიანი არსებები ჰყავდა. რთულია ამის გადმოცემა. ის ერთნაირად სათნოც იყო და მრისხანეც. ორი ფრთოსანი მსუბუქად მოსცილდა რიგს... ერთ ძველ მონასტერში, კედელზე გამოსახული ფრესკა გამახსენდა... ჩემს წინ მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი იდგნენ. მკაცრი ტონით მომმართესდა და ისე მითხრეს -აქ მოდიო, პირი არ გაუღიათ.  თან არა ისე, როგორც აქ მომმართავთ... არანაირი ბატონო, არანაირი თქვენო აღმატებულებავ... უბრალოდ, სავლე!...
იმ კაცამდე დიდრონი საფეხურები იყო ასასვლელი, პირველ საფეხურზე რომ შევდექი, ასპიტნი მეხვეოდნენ ფეხებზე და თითქოს ჩემი ყელისკენ მოიწეოდნენ...  ძარღვებში სისხლი გამეყინა, გონს ვკარგავდი. ამ დროს, როგორც მივხვდი, ფეხქვეშ ღრუბლებ-დაფენილის გვერდით მდგომი ქალი მომიახლოვდა, არაამქვეყნიური სილამაზე ჰქონდა, უაღრესად არმონიული სახის წყობა, უმანკო სული, თვალებიდან  სითბოს და სიკეთეს ასხივებდა… მომიახლოვდა და თავისი უსათნოესი მზერით გაავლო მუსრი ასპიტებს.  ოი, რა ნეტარება იყო მოძღვარო, მასთან მიახლება ვერ აგიწერთ მე კიარა ჯერ არ თქმული სიტყვაც კი ვერ აღწერს.  ჩემსკენ  ხელით რაღაც მოქმედებებს აკეთებდა, მივხვდი ჯვარს მსახავდა... ამან დიდი ძალა მომცა, თითქოს შინაგანად შემამსუბუქა.
თუმცა ნეტარებაზე მეტად ტანჯვა განვიცადე მალევე… მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. ჯერ ის ამბები, რაც მე  ლაღ ბავშვობად მიმაჩნდა... მეზობლის მამულებში ხეეებზე რომ დავძვრებოდი და ხილს ვიპარავდი. ამით  მშობლებს ძალიან ვადარდიანებდი… მახსოვს, მითხრეს ბავშვობის ცოდვები უნებლიეაო, თან დედის ლოცვებიც დამეხმარა მონანიებაში... შემდეგ საფეხურზე რომ ავედი, ყმაწვილკაცობისას გადახდენილი, ყველა უკუღმათობა გამახსენეს. ყველა ცოდვა: ქურდობა, მრუშობა, უღმერთობა და ყველაფერი, რაც კი  შეიძლება ჩაიდინოს "სულიერმა" ცოდვათა უზარმაზარი ნუსხიდან...
  მოძღვარო,  თითქოს ყველაფერი, რაც კი შობიდან ამ სიზმრამდე ჩამიდენია, ყველაფერს მაჩვენებდნენ, მახსენებდნენ… სინდისის ქენჯნა და სირცხვილის გრძნობა მფუფქავდა შიგნიდან, ძარღვები მეწვოდა და ტერფებიდან თხემამდე მივლიდა რაღაც ამოუხსნელი, სირცხვილით თავს ზევით ვერ ვწევდი... დაჭარხლებული მე უგეზოდ ვაცეცებდი თვალებს… 
    -ნუ ტირი შვილო, ნუ ტირი, განაგრძე…
  მესამე საფეხურზე ავედი. არვიცი როგორ რანაირად მაგრამ ორმოსავით დარჩა ქვეცნობიერში ყვაწვილობიდან აქამდის ჩადენილი ცოდვების გამოტოვება.  ვერ წარმოიდგენთ - პირდაპირ ის წყეული სასამართლო პროცესი მომკითხეს, და მასთან ერთად ყველა ის გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ქრისტეს მიმდევარ ხალხს სიკვდილს ვუსჯიდი.
  ეს ბოლო, მესამე საფეხურიღა მქონდა დარჩენილი და მის ტერფებს შევსწვდებოდი, ვეამბორებოდი. მაგრამ მე ფიტულიღა ვიყავ დარჩენილი,  ხუცესო, თუმცა მაინც ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა გული...
ვფიქრობდი, რომ გული ბოლო ფეთქვებს ითვლიდა, ბოლო ამოსუნთქვებს განიცდიდა ფილტვები.
-სულ ეს იყო? დაასრულე?!
  არა მამაო, ყველაზე საშინელი, ყველაზე მწარე, ყველაზე დიდი ტანჯვის შემცველი წინ არის… რაც უფრო ვუახლოვდებოდი მის დიდებულებასა და თვით სათნოებას, მით უფრო ბავშვურად მითამაშებდა გული, მიხაროდა, მინდოდა უკანმოუხედავად ამერბინა და ჩავხუტებოდი, თუმცა ამავე დროს შიში მეუფლებოდა, ვძრწოდი, მეშინოდა მისი განაჩენის, მოსალოდნელი განაჩენის. მკლავდა ინტერესი, რას იტყოდა. ამ თითქოს მრისხანედ მომზირალ თვალებში, ჩემი დარი ცოდვილიც კი ვკითხულობდი, რომ ბინძური, ბილწი სულის  პატრონ სავლესთან ჩახუტებასაც  ლამობდა, მიცქერდა, ისევე როგორც უძღებ შვილს მამა... ჩემი გულში ჩაკვრა უნდოდა. ვგრძნობდი, სურდა მეც დამეკავებინა იმ რიგებში ადგილი, სადაც ქრისტეს მხედრები, ანგელოზთა დასი იდგა. 
    აი, რა ყოფილა რეალობა. თურმე რაა ის საიდუმლო, რისი პასუხების საძიებლადაც ამ  წუთისუფელში გვავლენს უფალი. ცოდვების მიუხედავად მაინც  ვუყვარვართ ღმერთს და აქ ყველაფერი ნათქვამია -  მას ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ თ,  მცნებათა დარღვევის  მიუხედავად, მისი ნაჩვენები გზიდან გადახვევის მიუხედავად... დიდებულია უფალი, დიდებული და... უსაზღვროა შვილებისადმი მამის სიყვარული.
... მეორე მხარეს იყო სამართალი, რეალობა და სრულად ადეკვატურია,  ყველა რომ ვერ დაიკავებს ანგელოზთა შორის ადგილს. მე ამ სოფლის ყველაზე ცოდვილი კაცი მისგან სრულ სამართლიანობას ველოდი.
  იცით,  ზარი დამეცა, როცა ხმა ამოიღო... კი არ დაილაპარაკა, მეგონა, ცამ  დაიქუხა-მეთქი… მის ხმაში გაუტეხელი სიმკაცრე და ამავდროულად, რაღაც ზღვა სათნოება იგრძნობოდა… ალბათ,  მის ერთ ბგერასაც კი ძალუძს ზღვების შუაზე გახლეჩა და მზის ჩაქრობა...
- ყველა მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე მაჟრჟოლებდა,  თმა ყალყზე მიდგებოდა, ვკრთოდი...მეგონა - შევძლებდი სასუფევლის დამკვიდრებას, თუმცა ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა… ფეხზე წამოიმართა განრისხებული, თან გარდაუვალი განაჩენის გამოტანით დამწუხრებული ღმერთი. გაისმა საყვირთა ხმა და წარმოთქვა განაჩენი:
-"აღსდეგინ! ალქაჯნო, ლავაში ჩაფერფლეთ უძღები და უღირსი, ეშმაკზე სულის მიმყიდველი შვილი ჩემი, რომელსაც არ ძალუძს სიყვარული… ის სულში თქვენ გმასპინძლობთ  დაე თქვენთან დაისადგუროს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ერთხმად მიუგეს ამინო წმინდანებმა, ანგელოზებმა ეშმაკებმაც კი. ხარობდა ბელზებელი ახალი კარისკაცი ჰყავდა.
      -განახლდა კბილთა ღრჭენა, კივილი, წივილი... წამში გაქრა კეთილსურნელება...და დადგა საშინელი სუნი... დატრიალდა ქარბუქი...ჩამოწვა ნისლი. შორს, დანისლულ ჰორიზონტზე მხოლოდ ერთი მეწამულ ხალენიანი ქალი შეიმჩნეოდა. ღვთისმშობელი  მუხლებზე დაცემული ტიროდა...განაჩენის მიუხედავად სთხოვდა უფალს ჩემთვის შეენდო. მისმა ცრემლებმა დანამა ჯოჯოხეთი… თუმცა უკვე დემონთა ყიჟინის ფონზე ამიყვანეს და დამაყენეს ქვაბის ზღრუბლზე, საიდანაც დანახშირებული წინამორბედები მოჩანდნენ…ჩემი ოფლნარევი ცრემლი ქვაბში მიედინებოდა, შუშხუნებდა ლავა. გამკოჭეს, თან ისე, რომ სული მელეოდა... ის-ის იყო, ხელი მკრა ერთმა და გადამიძახა ქვაბში. გულისგამგმირავად  მესმოდა დედაღვთისას ხმამაღალი ქვითინი... უცებ საყვირის გამაყრუებელი ხმა გაისმა და…გამეღვიძა!  ძალა გამოცლილს  ცივი ოფლი მასხამდა. ავდექი. უკვე განთიადი იყო. მივხვდი და  გავაცნობიერე რომ  უფალმა დედის ლოცვა შეიწირა და მის მრისხანებას სიყვარულმა სძლია. ამით კიდევ ერთი შესაძლებლობა მომეცა. მამალმა იყივლა. მსახურების დახმარების გარეშე ჩავიცვი  და ეზოში გავედი. გასვლისას უკვე მერცხლებიც გამოჩნდნენ. უაზროდ დავეხეტებოდი. ზარების ხმამ საყვირების ხმა გამახსენა. ტაძრისკენ გამოვეშურე... მივხვდი  პირველად, მეორედ ან მესამედ რომ დამსიზმრებოდა - შესაძლოა დამთხვევად აღმექვა, ფანტაზიად ჩამეთვალა, მაგრამ ეს მეშვიდედ ხდება,  მ ე შ ვ ი დ ე დ!!! და თან,  ერთი და იმავე დღეს... წითელ პარასკევს, მაშინებს ეს ფაქტი, მოვედი რომ შევინანო...მოვედი რომ მოვინათლო...შემდეგ კი ჩანაფიქრი ავასრულო....
-მაშ, კარგი ღმერთს დაუნახებია გზა და მე გადახვევისკენ ბიძგების რა უფლება მაქვს. ანალოღიაზე დაბრძანებულ სახარებას აამბორა მამა სერაფიმემ ძლიერ სინანულში მყოფი ღვთის შვილი, აიაზმა ასხურა. მნათე აკურთხა ოლარი გამომიტანე და ემბაზი მოამზადე  ნათლობა გვაქვსო.
  სათნო მოხუცი იყო მამა სერაფიმე, ტრაპეზთან თმა-წვერ გაჭაღარავებული, ლოცვასა და მარხვაში დალეული… ჩიფჩიფა და ტკბილი მოლაპარაკე გახლდათ მას რომ დაუჯდებოდით საკმარისი იყო სულიერებაზე წამოგცდენოდათ სიტყვა ჩათვალეთ დაღამემბამდე იმდენს გესაუბრებოდათ, იმდენ რამეს გეტყოდათ რომ სულ ცოტა ღვთისთვის თავის მიძღვნას არ დაიშურებდით.
  აღასრულა წესი, ეკლესიას ახალი წევრი ყავდა სინდის გაწმენდილი და ნამუსის ძარღვ გამთელებული. ტაძრის უკან სატრაპეზოში მიიპატიჟა "ბუხართან ჩამოვჯდეთ უკვდავებაზე ვისაუბროთო." სწორედ ცეცხლის ძირში მჯდარს წამოცდა მასლაათში რომ ბერობა სურდა თვალები გაუნათდა მამა სისოს.
-შვილო მოინათლე და ცოდვებისგან გაიწმინდე ახლა ხელმეორედ დაბადება თუ გინდა მაგას რა სჯობს მაგრამ ჯერ ნაზიარებიც არ ხარ ღვთის პატიოსან ხორცსა და სისხლს ბერობაზე ფიქრი ადრეაო მიუგო აწ უკვე მოძღვარმა სულიერ შვილს.
          იუარა ახლადმონათლულმა მე ჯერ მაგის ღირსი არ ვარ, იმხელა ცოდვა მაქვს ჩადენილი მწამს რომ მარტო ნათლობით არ მეპატიებაო და დაჟინებით თხოვდა ეპიტემიის დადებას. სადმე ტყეში უნდოდა დაყუდება. მამაოს კი ის სჯეროდა რომ სიტყვაც კი არ ითქმის ღვთის ნების გარეშე და რაუნდა ექნა ესეც უფლის განგებად ჩათვალა: ცოდვის გამოსასყიდად მძიმე მარხვა, შობამდე მთაში მარტოდ წასვლა და  მოუკლებელი ლოცვა დაავალა თან დააბარა "თუ ვერ შეძლო ჩამოდი და გაზიარებო" ეშინოდა უკვე მის სულზე პასუხისმგებელს უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან თან უკვე ხანში შესულიც გახლდათ იგი.
    მოიკიდა თავისი გუდა-ნაბადი და დაადგა გომის მთისკენ მიმავალ გზას ოღონდ მარტო გომისთმთისკენ კიარა სასუფევლისკენ მიმავალ გზასაც. პაპამისის სახლში განმარტოვდა მხოლოდ ბალახეულს ჭამდა და სულ ლოცულობდა. სახლი კი რომლისთვისაც ჟამთა სვლასაც კი ვერაფერი ეყო მისი ცრემლებით ლპებოდა.
    დადგა შობა, ნათლისღება, დიდმარხვაც დაიწყო… ქრისტესთვის ეკლებიანი უღლის მტვირთველი კი არსად არ ჩანდა. ქალაქში მოძღვარი დარდობდა უფალს დღე და ღამე იმას ევედრებოდა "გთხოვ მანიშნე ცოცხალი მაინც თუ არის და სხვას არ ვჩივიო".
  მთაში უფრო მკაცრად იმარხავდა ცოდვებს და გახარების საშუალებას აძლევდა სათნოებებს უკვე შეიძლება ვთქვათ რომ ღვაწლმოსილი კაცი.
    აღდგომის მსახურება იწყებოდა, გამოჩნდა მამა სისოს თმა გაზრდილი, წვერ მოშვებული, თვალებ გაწმენდილი, სულდამშვიდებული სულიერი შვილი.
      -ღმერთს მადლობა ამ აღდგომას სიხარული მომანიჭა შენი ხილვითო მთლიან სხეულზე ჯვარი გადასახა და გადაეხვია. როგორ იქნა ჩამოხვედი სად იყავი აქამდისო ეკითხებოდა თან გამწყრალი თუმცა მაინც კეთილად განწყობილი.
      -წითელი პარასკევი თენდებოდა ესაიას წინასწარმეტყველებას ვკითხულობდი, ჩემდა უნებურად ჩამთვლიმა. მწვანე მოლზე აღმოვჩნდი, მინდორს ირგვლივ წყლის ფარდები აკრავდა, იალკიანი ზეცა დამყურებდა თავზე სხვა არავინ და არაფერ.  ამ დროს მთავარანგელოზი მოფრინდა ჩემთან. ხელში გავარვალებული ნაკვერჩხალი ეჭირა მაშით, პირზე მომადო და მითხრა რომ უფალმა მომიტევა ცოდვა, აღდგომას ზიარების უფლებით დამაჯილდოვა, მაკურთხა რომ წამოვსულიყავი და შენთვის მომეთხრო ჩემო ტკბილო მოძღვარო ეს ხილვა.
  დღესასწაულის მადლით სახეზე ღიმ გადაკრულ მამა სერაფიმეს ორმაგი სიხარული დაეტყო, კიდევ ერთხელ ჯვარი გადასახა და საკურთხეველში შეიყვანა, სრიქრით შემოსა. იმ ღამეს ეზიარა და კიდევ უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ავიდა ვიდრე იყო.
  გათენდა. უწმინდესს სურს თქვენი და თქვენი სულიერი შვილის ნახვაო შემოუთვალა პატრიარქის სრიქაროსანმა.
  უწმინდესს თეთრი ანაფორა ემოსა, ოქროსფერი პანაღია ეკეთა უფლის გამოსახულებით. პასკითა და კვერცხით გაუმასპინძლდა სტუმრებს, თითო ფიალა ქინძმარაული დააგემია.
  კარგა ხანს ბაასობდნენ, ბოლოს კი ინიციატივა წარმოსთქვა საზეიმოდ გაეხსნათ წლების წინ წითელ პარასკევს მოკვდინებულთა საფლავები და საზეიმო მსვლელობით გადასვენდნენ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის გალავანშიო.
  გაიჭრა სამარე, და ჰოი, საოცრებავ, "საბაოთ საკვირველ არიან საქმენი შენნი უფალო" ქრისტეს მეათერთმეტე ჟამის მუშაკ მათე და მარიამის სხეულნი განუხრწნელები იყვნენ...
  საოცარ კეთილ სურნელებას გამოსცემდნენ პატიოსანი, ქრისტესთვის თავდადებული მოწამენი, სინოდზე კათალიკოსის წინადადებით, ისინი წმინდანებად შეირაცხნენ საქართველოს მფარველებად მოგვევლინენ…
  იმ დროს ეპიდემია მძვინვარებდა. მორწმუნეთა თხოვნით, რომლებიც ერთ დროს ათეიზმს მისდევდნენ და ამ მძიმე სენისგან ნათლისღებით განიწმინდენ, მოეწყო ლიტანიობა წმინდანთა სხეულებით, საკმევლის კმევით, გალობითა და ემბაზის სხურებით. ნათქვამია: "კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვისაა შესაძლებელი, მთავარია, იოტისოდენა რწმენა და სიყვარული მაინც გაგვაჩნდესო". ღვთის სასწაული გაგაოცებთ, ეპიდემია ჩაწყნარდა და მალევე გაქრა.
  გაიხსნა ცა... გამობრწყინდა მზე...გათენდა აღდგომა დღე… ერთმანეთს ახარებენ ქრისტიანები  სიყვარულის ბოროტებაზე გამარჯვებას. ერთად ზეიმობდა ზეცაცა და მიწაც. გუგუნებდნენ ზარები.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა,
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მკვდრეთით აღმსდგარმა ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან დაიცვას სრულიად საქართველო! ამინ!
ძვირფასო ქრისტესმიერნო დანო და ძმანო ღვთის სახელით მოგიწოდებთ გიყვარდეთ ერთმანეთი რამეთუ სიყვარულს ძალუძს სინანულის მონიჭება. სინანულს კი გეენისგან დახსნა! "შეინანეთ, რამეთუ ახლო არს სასუფეველი ცათა" - ასე მიმართა ამბიონიდან ქადაგებით, აწ უკვე, ბერმონაზონმა, წმინდა ახალმოწამეთა  მათესა და მარიამის სახელობის მამათა მონატრის წინამძღვარმა მათემ მრევლს.
შევიდა საკურთხეველში, დაიხურა აღსავლის კარი სანახევროდ, კრეტსამბელიც, თუმცა ედემის კარი ყველა გულით შემნანებლისთვის და სიყვარულის შემძლე სულიერისთვის  ღია დარჩა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები