ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2021


სისხლის დუღლი

სულში გრძნობა მაქვს სელგაჰად*
იეთიმად* ვიარები
ყორე-ყორე, შარა-შარა
ვაგლახ! ნეტავ თუ დავშრები
აშიქარეთ* არ მაფასებთ
რიშვეთის* სანაცვლოდაც კი
უსკურით* გთავაზობთ ლექსებს
ლავრინთოა* დღეს მუზაც კი
იავარი* სვე-ბედი მხვდა
აბედ* გულზე სისხლი მიდუღს
ღადო* მივლის, სულ მთლად წახდა
მუზა მითხრის მე მეზელუღს*
ეილუღი* გაბათილდა
რაცხამდენზე მეტი ცოდვით
თოფლობასაც* გადავრჩი
და იეთიმიც აღარა ვარ
ოღონდ მხოლოდ ძილში, ბოდვით!


*სელგაჰი - წყალდიდობა
*იეთიმად - ობლად
*აშიქარეთ - ცხადია
*რიშვეთი - ქრთამი
*უსკური(ა) - ფეხიანი სპილენძის მაღალი თეფში
*ლავრინთო - მთაა კრიტას შინა ქვაბებიანი და მღვიმეიანი, ძნელ შესავალ-ამოსავალი. (საბა)
*იავარი - ნაფორიაქალი
* აბედ(ი) - ესე არს ნივთი მსწრაფლ ცეცხლის შემწყნარებელი (საბა)
*ღადო - ტალღა
*მეზელუღი - საფლავი
*ეილუღი - სიკეთე
*თოფლობა - კოჭლობა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები