ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2021


**

როდემდე მაწრიალოს ვენახებმა.
როდემდე ვინაპირო უეკლოდ.
რაც რამ გვითესია, თუ ხმებოდა
რომელ სილამაზეს ვენუკვი.
რომელი დარდი არი ქარიანი.
რომელი ტკივილია. შევეხო.
აღარც ბაბუ არი გვარიანი.
არის აპრილების შედევრი.
ვდგავარ ცრემლიანი გარინდებით.
ის კი წუხს, ვაგვიანებთ სამსახურს.

ღამე მირიადი უთევია,
დილა ქარიანად მწუხარე,
გადაბრუნებული ურმებია,
რომელ ამბავს მავანს უყვებიან,
ხან გულს ფროილაინს უხარებს.

ასე ღვინიანი სასოება.
ასე კვამლიანი უაზროდ.
მეტაფორას, ანდა განტოლებას
უზის. უტრიალებს მარტოობას,
კაცი გაიფიქრებს, უყვარსო.

გზა მერე იოლია. ბაირაღებს
ქსოვდა დედაბერი პალტოში.
ზამთრის სპლინს განაიარაღებს,
აპრილის სიდიადეს ვაღიარებ
და ჩემი სევდის წისქვილებს მარტო ვშლი.

ჩაი. ორი ბწკარი სინამდვილე
შენი თვალებიდან თენდება.
ჩვენიც იყო, რაც კი იმარტვილეს,
ვიღაც მისით გზას გაიმარტივებს,
ბევრი ელის ღვთიან შეხებას.

ჩემი სითეთრეა შენი კანი.
იდეალურია. ვაფეთქებ.
ფრენდეს მადათოვზე პელიკანი,
მერე წამოვიყვან პელიკანებს აქეთკენ.

ნახონ ვენახების მარტოობაც.
ნახონ, სისხლი როგორ მიღელავს.
ყურად იღონ შენი სიმღერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები