ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2021


არიმათიელ


ვინ მოგცა გვამი, იოსებო, არიმათიელ,
ნუთუ პილატემ?!
წინ სახიფათო აღმართია,
საით მიათრევ?

ფეხდაფეხ მხოლოდ დედაკაცთა გუნდი მოგყვება,
სძლიეს ამაყთა, -
ქედდადრეკილნი, მწუხარენი დგანან სამარხთან...

შინ საქმე ელის თითოეულს - ნელსაცხებელი,
ხვალ შაბათია,
შაბათს უკვე ვეღარ შეძლებენ.

საბჭოდ რომ დასხდნენ მავანნი და ღამე ათიეს,
არ იმათი ხარ,
იოსებო,
არიმათიელ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები