ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2021


რაც დრო გადის

რაც დრო გადის, რაც ასაკი მემატება,
უფრო ძლიერ მენატრება დედა...
მისი ნაზი ჩახუტება მენატრება,
სიზმრად თითქმის ყოველ ღამე ვხედავ.

რაც დრო გადის, რაც ასაკი მემატება,
კიდევ უფრო მენატრება დედა...
მშობლის ნაზი ჩახუტება მენატრება,
თავს ვგრძნობ მშვიდად, როცა სიზმრად ვხედავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები