ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2021


წერილები საკნიდან-4


ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს გეგუთი,
საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს წყალტუბო,
ნესტიან ფილტვებს არ უშველის ერთი დატუმბვა,
ჰაერს ვინ ჩივის, შავ ქვად ვიხლი, რაა ჰაერი?!
რაღა ეს მერგო, კურორტია მრავალნაირი,
ზოგჯერ ძალუმად მახსენდება გოგლას სიტყვები,
ქვეყანას სამი რამ აკლია, თავად მიხვდები:
მე-სამართალი, ზღვას ხიდი და ბოლოს კიბე ცას,
გეგუთის მერე, ვინახულებ ვითომ იბიცას?
იქამდე კიდევ, ასჯერ ნანახ კადრით დავტკბები,
დარაჯმა როგორ გამოუღო დინჯად კარები,
ციხის უფროსი გადმოვიდა შავი ვოლგიდან,
(წყალს წაუღია რივიერა-ჭრელი ქოლგებით)
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს გეგუთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები