ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ცოფია
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2021


***

ცა დაიფესვა, იკრა წითელი,
და მე მეზმანა - "ხმელი წიფელი"...
წამი ყოფილა, წუთი-სოფელი,
მე არ ვყოფილვარ რამის მყოფელი...
სიკვდილი მყავდა სტუმრად წუხელი,
მომართვა "ძღვენი" ცრემლივით მწველი
და წამიკითხა ცოდვები ვრცელი...
ვთხოვე, მაცადე დავწერო ლექსი,
სიტყვა დავტოვო ხალხისთვის მთელი,
სიბნელე იყო ყველაფრის მთქმელი...
(არ იცდის ჟამი, ჩაკიდე ხელი!)
მე კი დამედგა, ცოდვის უღელი,
და იმარჯვა ცელი,  "დროის მსვრელი"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები