ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2021


კარის შეღება

კარის შეღება მიყვარს,
სივრცე რომ სუნთქავს ჩემით,
კედლის თვალები ხსნილი
მტვრის დაპურების ხილვით.
აქ მეპუდრება კირქვა,
მასზე აკრული თელა,
კარ-ფანჯარაზე ლურსმნის
არდაბადება ჯერაც.
იატაკისა ჭრილი,
სხვენის ნაჟონი სევდა,
აქ ყველა ნივთი მთების,
მდელოებისა ღელვა.
საწოლი- თივის სუნი,
ფარდები- უხვი მკისა,
ჩამობულულდა თაღჩა,
წიგნდათაფლული მტვრისა.
საკიდი სიშიშვლისა,
დაყოვნებულად ცმული
მანჟეტი გაუხსნელი,
ქურთუკი საბნის ზნისა.
სვიტერი თაგვის ძენძი,
ცისფერი პომიდვრები,
ნელსაცხი ცხვირსაჭმუნვით
გარდერობს დამირბევდი.
დივანი ხაკისფერი
ჭაობხავსების მდელო,
ზედ გლუვი მელნისფერი
სიცარიელე მეწყო.
ავწიე გადავთვალე,
გავუყავ ყველა ძველ დოქს,
სარეცხის თოკებს ვფენდი,
მასზე სარეცხი ცელქობს.
ჩავხურე ეს კედები,
ფეხისგულს ყავლი მჭევრობს.
ავავსე კალმის წყალი,
თავზე დავისხი გემო,
იმ კარის გახსნა მიყვარს,
სად სხვის შვილებსაც ვჩემობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები