ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2021


ვაწყენინე...არ მაპატია

(გაგრძელება)

ვხედავ,  ცოტა ხანში ცაფა დაბრუნდა.
გაგრძელდა წმენდები,, დასპირტვები,, მნახველები, ამბის მკითხველებს თვლა აღარ ჰქონდა.
„გაჭირვებულს  ქვა აღმართში დაეწიაო“  და ახალი განსაცდელი დამატყდა თავს.
ერთერთი  გულშემატკივარის  გაცილებისას, ჯიმიმ ჯაჭვი გაწყვიტა და დაედევნა მეზობელს საკბენად. ქალმა იმარჯვა , გაასწრო და სახლში შეიკეტა. ამ დროს,  მისი მდგმურის ბიჭი სკოლიდან დაბრუნებულიყო. მოულოდნელად ძაღლი მას მიუბრუნდა,  დაესხა უკნიდან და ორთავა კუნთი გამოგლიჯა. ბავშვი ხელში ავიტაცე და  უბნის ექიმამდე  სირბილით  მივიყვანე.  ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა.რჩევა -დარიგება მივიღე და რის ვაი-ვაგლახით  დავბრუნდით  შინ.
  მასალა ცოფის შესახებ, სკოლაში ახალი  გადამუშავებული და ახასნილი მქონდა მოსწავლეებთან, მაგრამ,მაინც,  ისევ გადმოვიღე ლიტერატურა, მეტი ყურადღებით წავიკითხე.ისედაც, ვიცოდი ვეტ.ექიმის ჩარევის აუცილებლობისა და დაკვირვების შესახებ,მაგრამ ,რაღაც, საჩემოს  და საიმედოს ვეძებდი უაზროდ.
  კატას ვერ ვეკარები, ძაღლი ისეთი ღონიერი და დიდია, ვერ ვერევი .ვარ გამოუვალ მდგომარეობაში.
    -წკრრრ-გაისმა ტელეფონის ზარი. ვიცი, ჩემი და იქნება.      თეატრიდან რეკავს, ალბათ შესვენება აქვს და რეპეტიციიდან გამოვიდოდა  დასარეკად.
    უკვე, მერამდენედ ... ნათია აცრებზე დაჰყავს და იქ, გამუდმებით  სთხოვენ კატის მიყვანას.
„გისმენ!“-გამოვცარი კბილებიდან.
„ზეი, ცაფაა გყავდა  ექიმთან?“-  -არაა,-ვპასუხობ ..
წკრრრრ-იესვ მეორედება  ცოტა ხანში.
-არა, ჯერ არ მყოლია.
-როდის წაიყვან?-მესმის ჩემი დის გაპრანჭული და განაზებული ხმა.(მსახიობია და )
-წავიყვან და შეგატყობინებ-ძლივს ამოვღერღე.
ზარი ისევ...აქ, კი დავკარგე მოთმინება.
-მოდი  და თვითონ წაიყვანეეე. რა უნდოდა შენს შვილს კატასთან?
-შენი შვილის პატრონს ნათიასი გაგიკვირდა? ყველა ცხოველის და ფრინველის უკანალში რომ  აქვს თავი შეყოფილიო?! -გაცხარდა ჩემი დაც .გაუქრა ის გაპრანჭულ-განაზული ხმა და  გადმოვიდა შეტევაზე . ისეთი არგუმენტი მოიყვანა,სასწრაფოდ,დავიხიე უკან. მივხვდი სიტუაცია იძაბებოდა ...
გადავწყვიტე , მეუღლისთვის გამენდო ჩემი გასაჭირი. დედა სულ, მასწავლიდა, მამაკაცს, გარეთ , ბევრი საქმე და სანერვიულო აქვს და  სახლში მოსულს ცოლმა  სიმშვიდე უნდა შეუქმნასო , და ცუდი ამბავი არ უნდა დაახვედროსო.    მეც,ასე  ვცდილობდი სულ , მაგრამ ახლა,უკვე, აღარ შემეძლო, ჰაერივით მჭირდებოდა თანადგომა მჭირდებოდა.
    ქმარი  ქალაქგარეთ, საპასუხიმგებლო საქმეს ემსახურებოდა, დილით გადიოდა და გვიან ბრუნდებოდა.      ვუამბე ყველაფერი. ყურადღებით მომისმინა , დამიტოვა დამატებით თანხა, ტრანსპორტირებისთვისაც , ვეტ. ექიმისთვისაც.ძალა მომემატა და იმედი ჩამესახა,  მარტო აღარ ვგრძნობდი თავს,უკვე.
შევეხმიანე ერთერთ მეზობელს, რომელთანაც ახალგაზრდა  ვეტ.ექიმი ცხოვრობდა მდგმურად.  თანხა წინასწარ  გადავეცი,გულუხვად.  მან,კი -დახმარება აღმიქვა.
დავბრუნდი გალაღებული შინ.
ველოდე, ველოდე, კაცისშვილი არ ჩანს. ვეძახე, ვეძახე -არავინ გამომეხმაურა.  მოკლედ, აღარც ფული მინახავს დღემდე, აღარც მეზობელი.
ეს დრამატული მოქმედებები განვითარდა სხვა სივრცეშიც.
..ცაფასგან დაკაწრული  ნათია ჩემმა დამ აცრებზე მიიყვანა. განაწყენებული  პასუხობდა  კითხვებს  ანკეტის შევსებისას. გვარი- სახელი- ასაკი- და ა.შ, ჰოდა, როცა მისამართი ჰკითხეს, უმალ გაეღვიძა დედ-მამიშვილური გრძნობა.  „ნინოშვილის ქუჩა N77“-იო -თქვა დამნაშავის ხმით, ჩათვალა რა, რომ საკუთარი და დაასმინა. და ამ დროს, გაისმა ექთნის ხმა: „ექიმო, ძაღლის დაკბენის შემთხვევაა, ნინოშვილის 77-შიო. იგივე მისამართი რომ გააცხადეს 
    აფორიაქდა.  გაისუსა და არ გაუმხელია , რომ ყველაფერი  მისი დის ოჯახში ხდებოდა.
    ჩემი    წყენაც დაავიწყდა  კატაც  და    დაპორჭყნილი შვილიც . :“ეს რა უბედურებაა, ოჯახში სამხეცე ჰქონიათო“-შეშფოთდა, თურმე  ექიმი.       
  მეუღლემ  მეზობლის „ღალატის“ შესახებ რომ შეიტყო. მანქანა და მძღოლი დამიტოვა,  ვეტ. ექიმის მოსაყვანად.
... ერთი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა , განუწყვეტლივ ქუჩაში გავდიოდი და ველოდი მანქანის გამოჩენას. როგორც იქნა, დაადგა საშველი. მძღოლმა ჯერ კარი გაუღო, ხელი შეაშველა, მოეხმარა გადმოსვლაში, შემდეგ ჭიშკარში შემოუძღვა. ექიმის შეხედვაზე ელდა მეცა.ჯოხზე დაყრდნობილი უკიდურესად ხანდაზმული კაცი სიმწრითა და ხვნეშით  მოქანაობდა. ძაღლიც დამავიწყდა და კატაც. სასწრაფოდ შევაშველე შუა ეზოში სკამი. დაჯდომისთანავე წყალი მოითხოვა.სული მოითქვა,  ჩამოისვენა,
ბოლოს, „ძაღლი მაჩვენეთო“-გასცა განკარგულება.მესერის იქით დამწყვდეული ჯიმი ახლოს დავაბით ჯაჭვით.- პური მოიტანათო.! იყო შემდეგი ბრძანება. მოტეხა პატარა ნაჭერი და ძაღლისკენ მოისროლა. ჯიმიმ ყურები ცქვიტა, არც აცია,არც აცხელა. ნახტომი გააკეთა და ჰაერშივე დაიჭირა და სულმოუთქმელად დაღეჭვის გარეშე გადასანსლა. მეორედ, მესამედ...იგივე რეაქცია ჰქონდა.  მოსწონდა, კიდეც, ჯიმისმისდამი გამოჩენილი,ესოდენ, დიდი ყურადღება.“ძაღლს არაფერი ეტყობა, მაგრამ დაკვირვების ქვეშ გყავდეთო, თუ რაიმე შენიშნოთ: მოწყენა, წყლისადმი  შიშები, აუცილებლად მაცნობეთო“
-ექიმო, კატაც გვყავს, ბავშვი დაგვიკაწრათქო.
-მომიყვანეთ-მშვიდად გვიპასუხა ექიმმა.მსწრაფლ დავტრიალდი. გავვარდი კატის გამოსაყვანად.მაგრამ, კიდევ შოკი: სადაა ცაფა, არ დამხვდა...ადავრბივარ ოთახებში, ეზოშიც, საწოლის ქვეშ, კარადების თავზე, შენც არ მომიკვდე, ცამ ჩაყლაპა ,თუ --მიწამ, ეს ჭიამკვდარი,ვერ გავიგე. ექიმმა აიჩქარა. ჭიშკრამდე ძლივსძლივს, მიყანყალდა,  მივაცილეთ.შემოვბრუნდი და ძებნა განვაგრძე, იქნებ ,ექიმის ჩაჯდომამდე ვიპოვო, კიდეცთქო.უცებ, დავინახე, იქავე, „ტრლიაჟის“ ვიტრინაში
  შემძვრალი, აბუზული ,  თავჩაქინდრული ,ცრემლებ და ნერწყვმდინარე.სასწრაფოდ შემოვტრიალდი და გავეკიდე ექიმს. მაგრამ, მას მოესწრო ჩაჯდომა . მანქანაც  დაიძრა. განწირული ვყვირი, ხელებს ვიქნევ და მივდევ მანქანას ვეღარ დავეწიე.                                                                                                                 
ბოლოს, მაინც კატის წაყვანა მოგვიწია.ექიმთან.  მოგვეცა რეკომენდაცია: კატა გაძლიერებულ კვებაზე უნდა გადაგვეყანა, როგორმე აჭამეთ და ერთი კვირა აცოცხლეთო.
თავის ტკივილები უკვე, გაუსაძლისი გამიხდა. კოშმარები მესიზმრებოდა, დილაობით გავრბოდი და სანოვაგით დატვირთული ვბრუნდებოდი რძის პროდუქტებით, ძეხვეულით, კონსერვებით, შემწვარი წიწილებით, ვიბრძოდი, რომ ცაბა როგორმე მადაზე მომეყვანა.შენც არ მომიკვდე, უშედეგოდ. ერთ დილით , ხორაგით სავსე სახლს მიუაახლოვდი და სასწრაფო დახმარების მანქანა შევნიშნე. მოხლები მომეკვეთა, „ახლა, რაღა მჭირსთქო“. თურმე კატისთვის მოსულან, რომ შეემოწმებინათ, როგორ პირობებში მყავდა(იმ  დროს კატასაც აქცევდნენ ყურადღებას).
  ერთი კვირა გავიდა. კატა არაფერს ჭამდა, აგრამ ცოცხალი იყო. შევამჩნიე, რომ სურვილი ჰქონდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
დაღლილი  სავარძელში ჩავჯექი და  ჩამეძინა. კვლავ, კოშმარი...ნათიას კივილი, ნაკაწრიდან  წვეთავს სიხლის წვეთები. ვხედავ ძილში, როგორ მოვიქნიე ჯოხი და გადავუჭირე ზურგზე კატას გამეტებით. უცებ, შევკრთი და გამეღვიძა. სახე ოფლით მქონდა დაცვარული...ამ  კადრების ხილვამ გონება გამინათა... ზურგის ტვინი ექნება დაზიანებულითქო.ციფას დავუკვირდი,კარგად და შევამჩნიე,რომ ზედა და ქვედა ყბები აცდენილი იყო. ვერ ღეჭავდა, რომ თხევადი საკვების მიღება შეეძლო მხოლოდ, (ანუ, წყლის შიში გამოირიცხა)
გადარჩა ცაფა, გადავრჩით ჩვენც. კატამ მოძრაობას მოუმატა,. სიხარულისგან ყველაფერი მივივიწყე, რაც ამ პერიოდში გავიარე.
ცაფა ჯერ ,  მოღონიერდა, მოძლიერდა,ისევ დამშვენდა  და  ერთ მშვენიერ  დღეს მიგვატოვა.
პირველად, ყოველდღე გვაკითხავდა. კნავილით გვეხმიანებოდა. მაგრამ კარის გაღებისთანავე,  თავქუდმოგეჯილი გარბოდა.მერემ საბოლოოდ გადაიკარგა. აღარ გამოჩენილა.
      ნაწყენი იყო ჩემზე და .. არ მაპატია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები