ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2021


მოცეკვავე გოგონა

თავი პირველი

მოცეკვავეთა ანსამბლი გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. მოცეკვავეთა შორის არის ერთი საოცრად ლამაზი აფხაზი გოგონა - თამარ თარბა. შესანიშნავი მოცეკვავეა თამარი, ყველა ცეკვას დახვეწილად ასრულებს. განსაკუთრებით კარგად ცეკვავს ,,აფხაზურს“. სწორედ ,,აფხაზურში“ გამოარჩია ქორეოგრაფმა თამარი, სოლო აცეკვა.

- თამარ, შენ არამარტო შესანიშნავი მოცეკვავე, გულმხურვალე მამულიშვილი ხარ. შენი ქორეოგრაფი ძალიან ამაყობს შენით!

- გმადლობთ ბატონო ედიშერ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ანსამბლში ცეკვა. ერთი ნატვრა მაქვს: მინდა სოხუმში ცეკვა-ცეკვით შევიდე ჩემს ქართველებთან ერთად. თამარს თვალები აუცრემლიანდა.

- თამარ, ჩემო ძვირფასო მოწაფევ! ქორეოგრაფმა თამარ თარბა გულში ჩაიკრა.

დადგა სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების დრო.

- ყველანი ვართ? - იკითხა ქორეოგრაფმა.

- ყველანი ვართ პატივცემულო მასწავლებელო, თამარიც აქ არის.

- ძალიან კარგი.! - სთქვა ქორეოგრაფმა და თავის მოწაფეეებთან ერთად ცნობილი ლოცვა ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა.

თავი მეორე

ამერიკის კონტინენტზე გასტროლებმა წარმატებით ჩაიარა. მოცეკვავეებს ფეხზე დამდგარნი უკრავდნენ ტაშს ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, ვენესუელას და ჩილეს მოქალაქეები.

თამარ თარბას სილამაზემ, ცეკვამ, ცეკვის მანერამ, პლასტიკამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა!

თავი მესამე

- ჩემო საყვარელო მოწაფეებო: ძალიან ამაყი ვარ თქვენით! თქვენ არამარტო თქვენი ქორეოგრაფი, მთელი საქართველო ასახელეთ! განსაკუთრებით მინდა გამოვყო თამარ თარბას მიერ შესრულებული  ,,აფხაზური“. ჩვენს თამარს გაუმარჯოს!

- გაუმარჯოს! - ერთხმად შესძახეს მოცეკვავეებმა!

- ჩემო საყვარელო ადამიანებო! - დაიწყო თამარმა საუბარი. რამდენიმე წლის წინ აფხაზ გოგონას ნატვრად მქონდა ქართველებთან ერთად მეცეკვა... და აი, მე თქვენთან ერთად ვცეკვავ. ახლა მხოლოდ ერთი ნატვრა დამრჩა ასახდენი; მინდა თქვენთან ერთად, ცეკვა-ცეკვით შევიდე სოხუმში და ჩემს მონატრებულ თანაქალაქელებს ჩავეხუტო. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ.

- ამინ! - შესძახეს მოცეკვავეებმა ქორეოგრაფთან ერთად და სპეციალურად თამარ თარბასთვის იცეკვეს ,,აფხაზური“.

ოთარ რურუა

2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები