ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2021


დროებით

ყველას აქვს თავისი ნიშა..
ამ ქვეყნიური პატარა როლი
თუ მეკითხები მე, არამიშავს
ვკაშკაშებ როგორც
მთის ცალი ბროლი

ყველას აქვს თავისი ნიშა
მე არ მადარდებს ყველა.
და თუმცა ესეც არაფერს ნიშნავს
ვარ შეჩვეული გამოკიდებებს
მობეზრებული გაცვეთილ ბგერას
ამოფარებულს კანის საფარქვეშ
თუ არ განიცდი მუდმივად ღელვას
და უგზო-უკვლო განაგრძობ წერას
ამ რეალობით ნუღარ დამამშევ

არ ღირს არარად რაიცა კვდება
რაიცა ჩნდება, განწირულია
და როცა მთვარე , სარკმელზე დნება
გეზი ჩემიდან კვლავ წრიულია

მოგვეც მშვიდობა ჩვენს სულსა შინა
ცისკარს ელოდე , სიფხიზლის პიკში
დღეს აფროდიტე, პანი თუ შივა
დაყუდებულან უძრავად მწკრივში

გვასწავლე მამავ, გავხდეთ მორჩილნი
შენ დაგაბრალოთ ჩვენივე ცოდვა
უკმარისობებს გადაგვჩვიე
დაგვიახლოვე მოგვეცი ძალა
ან შეგვასწავლე ახლიდან ლოცვა

ყველას აქვს თავისი ნიშა
და თუკი დღეს მე, რაიმეს ვნიშნავ
სიცარიელეს მოვიხმობ მოწმედ
ან დიდ-მოწამეს , სახელმძღვანელოდ

თუნდ დაელოდო , ფსკერიდან იშმას
მხოლოდ მას ენდე,
სხვებს კი არ ენდო
სხვათა ნაძახი, ნაძრახალს თუ გავს.

დღეის ამინდმა გული გამითბო
ჩამოიტოვა უკან თოვლები
სჯობს სიცოცხლისკენ პირი იქციო
კალთიდან ყარო, სულით მონები

ასე ამგვარად , იცხოვრო დიდხანს.

- . სანამ ცხოვრება ბოლომდე გიხმარს

კვლავ იბადები, მაინც ახლიდან

კარგი სიტყვაა , არა?
'დროებით'

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები