ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2021


წერილები საკნიდან-5

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება ზოგჯერ ხანმოკლეა, როგორც ეტიუდი,
ვდგავართ სცენაზე და ვთამაშობთ ჰამლეტს, ულისეს,
მერე კი ფარდებს დაუშვებენ და ჩვენც კულისებს
მიღმა ვართ, სანამ გადაივლის ანტრაქტი-ბოლო,
სანამ ფოიეს არ მოიცავს ყაყანი, ბოლი,
სიცილი, ხველა, ჭორაობა, კიდევ ვინ იცის,
სხვადასხვაგვარი ექსპრესია, ხანაც ცინიზმი,
კაპელდინერთან განხილული ვრცელი აფიშა,
თუმცა აქ არა, სადმე მყუდრო, უცნობ კაფეში,
სადაც უმიზნოდ უნდა უხმო თურმე მინერვას
ან იუნონას, რომ მოხიბლო კაპელდინერი,
ვრცელი ღამე მაქვს, ქალღმერთებზე რომ დაგიწერო,
წყალს წაუღია ტრიადიდან იუპიტერიც,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება ზოგჯერ ხანმოკლეა, როგორც ეტიუდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები