ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2021


მარიამს

მე შემიძლია, მარიამ,
ათასი მუზა დავთმო,
მაგრამ, ვაითუ ქმარი ან
სულ ცოტა გყავდეს საქმრო?
მე შემიძლია, მარიამ,
მაგ შენს თითებზე ვწერო,
თუნდაც წვიმიან-ქარიან
ამინდში, როცა წერო,
მერცხალი ანდა ბეღურა,
დატოვებს თავის ბუდეს...
მე მინდა დიდხანს გიყურო,
მოვშალო ყველა ზღუდე,
გავაქრო ყველა საზღვარი,
შენი სასახლის კართან...
წინ გაიხედე, რა ზღვაა,
წინ გაიხედე, რა მთა!
მე შემიძლია, მარიამ,
შენთვის ეს ლექსი დავთმო...
მაგრამ, ვაითუ ქმარი ან
გაგიჯავრდება საქმრო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები