 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 25 აპრილი, 2021 |
ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა, გამოდის ჩემი ექთანი, პატივცემული ტატა, შუახნის ქალი, მკერდსავსე, ახლადშეჭრილი კარეთი, ტატა რომ ცოლად გამომყვეს, ნიავს არ მივაკარებდი, პაციენტი ვარ, უბრალო, ტატა კი, მხოლოდ ექთანი, ჩემსავით მრავალ პაციენტს ალბათ აღელვებს ეგ ტანი, ინფექციურის ეზოში კატა ილოკავს თათებს, ვგრძნობ, გულისცემა ჩქარდება, მიახლოვდება ტატა, ჯიბიდან იღებს სიგარეტს, მერე ასანთსაც ეძებს, ინფექციურის ეზოში კატა ნებივრობს მზეზე, კარგო, ასანთი ხომ არ გაქვს?-ხმადაბალა მკითხავს ტატა, ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა, მე ვაწვდი ასანთს, უკიდებს, თანაც მაგიჟებს ბოლომდე, როდესაც გვერდით მიჯდება, წითელი ქვედაბოლოთი- ინფექციურის ეზოში, პატივცემული ტატა, სამივე ერთად ვნებივროთ, განსაკუთრებით, კატა, მოწევს და მარტო დამტოვებს, წაიღებს გულს და ასანთს, ზედას ვინ ჩივის წნევას, ქვედა გაცდება 110-ს, პაციენტი ვარ, უბრალო, ტატა კი, მხოლოდ ექთანი, ჩემსავით მრავალ პაციენტს ალბათ აღელვებს ეგ ტანი, ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა, წავიდა ჩემი ექთანი, პატივცემული ტატა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ჰაჰაა, ყველა ნიკთან მომეწონა :))) თუ ოდესმე ნაცი გავხდი, ნიკების მხრივ, ნეტავ იქაც თუ მომაგნებ, ეგ მაინტერესებს :დდ ჰაჰაა, ყველა ნიკთან მომეწონა :))) თუ ოდესმე ნაცი გავხდი, ნიკების მხრივ, ნეტავ იქაც თუ მომაგნებ, ეგ მაინტერესებს :დდ
9. არ იქნებოდა მთლად შუახნის ტატა :))
ყველა ნიკთან პირნათელი ვარ :))
არ იქნებოდა მთლად შუახნის ტატა :))
ყველა ნიკთან პირნათელი ვარ :))
7. ტა, ტა, ტა, ტა, რა ქალია ტატა :)) მადლობა, იმედია, თქვენც იხალისეთ, მეგობრებო <3 ტა, ტა, ტა, ტა, რა ქალია ტატა :)) მადლობა, იმედია, თქვენც იხალისეთ, მეგობრებო <3
6. ვუაიჰ . ტატა, შენ არ ამოსაქოქავო. :) ამოსაქოქავი აჭარულ დიალექტზე ამოსაძირკვს ნიშნავს ვუაიჰ . ტატა, შენ არ ამოსაქოქავო. :) ამოსაქოქავი აჭარულ დიალექტზე ამოსაძირკვს ნიშნავს
5. მომეწონა კატაც და ტატაც. მომეწონა კატაც და ტატაც.
4. ჟანრის კარგი შესრულებაა და ტატაც დავინახეთ პრაქტიკულად :)))) ჟანრის კარგი შესრულებაა და ტატაც დავინახეთ პრაქტიკულად :))))
3. ჩავლით, ტატა-ჩალმით ))) ჩავლით, ტატა-ჩალმით )))
2. ზოგი ასე მკურნალობს პაციენტებს, ზოგიც- ისე :დდ :)) ზოგი ასე მკურნალობს პაციენტებს, ზოგიც- ისე :დდ :))
1. ინფექციურის ეზოში გავლით იყავი თუ რამე სერიოზულია? ლექსი იმდენად მომეწონა, რომ ტატა-ვტოლოგიაც გადამავიწყა :) ინფექციურის ეზოში გავლით იყავი თუ რამე სერიოზულია? ლექსი იმდენად მომეწონა, რომ ტატა-ვტოლოგიაც გადამავიწყა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|