| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 აპრილი, 2021 |
დამესიზმრა,თითქოს კიდევ უნდა გვეცადა.როგორი სასიამოვნო იყო შენი ხმის გაგონება,რომელიც ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს პროექტორზე გაშვებული ფილმის კადრებივით ატრიალებდა ჩემს შიგნით.ერთი და იგივე მდინარეში მეორედ არ შედიანო ასე გვსმენია და ჩვენც თავს ვუკრავთ თანხმობის ნიშნად,მაგრამ შენთან ერთად?შენთან ერთად ან იმ შანსთან ერთად რომელიც შენთან ყოფნის საშუალებას მომცემს,მდინარეში კი არა პირდაპირ ჩანჩქერში შევალ თუ ეს შენ ღიმილს,შენ სუნს,შენი ხელების შეხებას დამიბრუნებს.მგონია რომ როცა რაღაც ძალიან გინდა,იმ კონკრეტულ სურვილში,ეპიზოდში იჭედები.რომც ვიცოდე რომ ასეა,ალბათ ვერასდროს შევეწინააღმდეგები თავს,რომ ამ ეპიზოდიდან რეალობას დავუბრუნდე.მინდა რომ სულ განვიცადო ის,რაც შენი გაცნობის დღიდან ხდებოდა ჩემს თავს.მინდა ისევ თავიდან მიყვარდებოდე,ისევ თავიდან მიკრავდეს სუნთქვას შენი შეხება და ისევ თავიდან მეუბნებოდე "მესმის შენი გულის ცემა" . მინდა თავიდან გიწერდე წერილებს,თავიდან გიტყდებოდე სიყვარულში და თავიდან არ გაშორებდე თვალს როცა შენთვის მომზადებულ კერძს პირველად გასინჯავ.მინდა თავიდან ვსეირნობდეთ ზღვის სანაპიროზე ღამე,თავიდან ვუყურებდე შენს სახეს,ყელს,როცა ვარსკვლავებს ათვალიერებ,თავიდან ვისმენდე შენ ბუზღუნს ასე დაჟინებით ნუ მიყურებო და შემდეგ მხარი მხარზე მიყრდნობილები ვარჩევდეთ შენთვის ვარსკვლავს რომელიც სურვილებს აგისრულებს.მინდა თავიდან მოგკიდო ხელი როცა ყველაზე მეტად შეშინებული იქნები და თავიდან მითხრა გაოცებულმა როგორ შეგიძლია არ გეშინოდესო(ალბათ ხვდებოდი რომ შენ მაძლევდი ძალას მაგრამ მაგრძნობინე რომ ჩემით შევძელი)მინდა თავიდან შემეძლოს ფიქრი, რომ მე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ,შენ ჩემთან ხარ,შენ ჩემთვის იღიმი,სხვები კი ჩრდილოეთის ციალის საყურებლად ქვეყნებში მოგზაურობენ,როცა სამყაროს ყველაზე დიდი სილამაზე მე მერგო. დამესიზმრა თითქოს კიდევ უნდა გვეცადა... ამისრულდი რა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ტინნე
გამოვიდა რომ თქვენი სურვილი ავასრულე☺️
მადლობა თქვენ ))) ტინნე
გამოვიდა რომ თქვენი სურვილი ავასრულე☺️
მადლობა თქვენ )))
1. სურვილი გამიჩნდა რომ ავტორი მამაკაცი იყოს, იმდენად სასიამოვნო საკითხავია. აი იმ გრძნობას კი, როდესაც ასეთ სიტყვებს შენი მისამართით ისმენ, სახელს ვერ ვუძებნი სურვილი გამიჩნდა რომ ავტორი მამაკაცი იყოს, იმდენად სასიამოვნო საკითხავია. აი იმ გრძნობას კი, როდესაც ასეთ სიტყვებს შენი მისამართით ისმენ, სახელს ვერ ვუძებნი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|