ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2021


მამას

შენ რომ გეგონა კომედია, ყოფილა დრამა.
იყო და არა, შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი.
შენ ხო ასეთი ლამაზი და დაღლილი მამა,
მე კი ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი.

ვერ მოესწარი ჩემს ბიჭობას ნაღვლიან თვალებს,
ვერ მოვესწარი შენს სიბერეს, ნაოჭებს თვალთან,
ვერ მოესწარი, როცა დედა ჩაგაცმევს შავებს,
ვერ მოესწარი დალოდებას დილამდე კართან-

და არამარტო... მე კი ისევ გავიხსნი თასმებს,
რომ შენ შემიკრა საიმედოდ, სიზმრების ქარში.
სიცარიელეს ჩემს თვალებში ვერავინ ავსებს,
სიცარიელეს რომელიც შენ დატოვე მაშინ.

იყო თუ არა, შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი.
შენი დარდები,  მამაჩემო,  ჩემსას თუ გვანან?
მე ვარ ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი,
შენ კი ასეთი ლამაზი და დაღლილი მამა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები