ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2021


შვილები

  შენ ღვინის ჯამში
    უძირო ტბა ხარ
    და მის ნაპირზე
    მცურავი გედი, 
ჩვენს სიყვარულით
    აგებულ ტაძრის
  გუმბათზე სხედან
  დღეს სამი მტრედი…
  გულში რეკავენ
სამყაროს ხალისს
    ყოველი დილა
    მზეზე თბილია,
  აწეწილ ნერვებს
გვივარცხნის კოცნით
  შვილები რომლებიც
      სულზე ტკბილია…

                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები