ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2021


ჯაზი

როცა ქალაქის ხმაური აუტანელი და დამღლელი ხდება,ვჯდები ჩემს მანქანაში,გზად ჩვენს საყვარელ კრუასანებს ვყიდულობ და შენთან მოვდივარ.ქალაქიდან ათიოდე კილომეტრში,ნაძვნართან ვუხვევ და რამდენიმე წუთში შენს სახლთან ვარ.შენს ეზოს ლამაზი,ხის მესერი აქვს.ჩვენ ერთად შევღებეთ გაზაფხულზე.შენ ჩემი ნაჩუქარი კეპი გეხურა და ტომ სოიერი ხარ მეთქი ვიცინოდი.
ამჯერადაც აივანზე მხვდები,შენს საყვარელ სავარძელში.გვერდით მდგარ მაგიდაზე ბოთლით ღვინო და ბოკალი დგას.საფერფლე,სიგარეტი და ასანთის კოლოფი,რომელზეც მე კაკტუსები დაგიხატე-სიყვარულის ყვავილები.როცა ასანთის ღერები იცლებიან,შენ დიდი მონდომებით იღებ ჩვეულებრივი კოლოფიდან და ჩემს მოხატულში ალაგებ.
ოთახიდან ჯაზის ხმა ისმის.
მოვდივარ,ჩანთას ძირს ვაგდებ,გვერდით გიჯდები და თავს მხარზე გადებ.
შენ მიხუტებ,საფეთქელთან მკოცნი,მერე ტუჩთან,კუთხეში.
რა კარგია რომ ჩამოხვედიო ,მეუბნები.
სადაცაა დაღამდება.
შუქი არ არის.
შენ დგები და ოთახში შედიხარ.სანთელს ანთებ.მერე ბუხარს.
-ირინ,შემოდი,ცივა უკვე მანდ!
შემოვდივარ.
ჩაიდანს ვადგამ.
ლიმონს ვჭრი და მაგიდაზე ვდებ.
-ხვალაც ხომ დარჩები? მეკითხები და ზურგზე მეხუტები.
-ჰო.ხვალაც.
ბუხარში შეშა ტკაცუნებს.
გარეთ ელავს.
ხვალ ალბათ იწვიმებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები