ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: იუმორისტული
28 აპრილი, 2021


$

დოლარმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
კურსი როცა დაუმძიმდა,
ლარმა კითხვა შეჰბედაო:
ერთი მითხარ, უმწვანესო
განცდავ-სტაბილურობისო,
კრიზისი მაქვს, უმწვავესი,
ლამის თეთრიც გავასხვისო,
რა ვიღონო, რით ვუშველო,
მე, ამ ვალებს-საგარეოს?
გააძვირეს ვერმიშელი,
ყოვლად უთავმოყვარეო,
უძლური და მყიფე გავხდი,
როგორც ღერი ლერწამისო,
არც გვირგვინი, აღარც ტახტი,
აჩრდილი ვარ-კუპონისა,
ჩაეცინა მაშინ ფრანკლინს,
სჩანს პასუხი არ აქვს, არა...
შეისწორა ბაფთა, ფრაკი,
მერე თვალსაც მიეფარა,
ლარს ესმოდა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
საწყალს გული დაუმძიმდა
და ვერარა შეჰბედაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები