 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2021 |
ტელევიზორთან ვიჯექი, მთელი საღამო წვიმდა, ლოგინზე იდო პიჯაკი, პერანგი, ქუდი, წინდა, ხელში მეჭირა გაზეთი, აქეთ და იქით ვფურცლე, სტატია შემხვდა ასეთი: „სიყვარულს როგორ უძლებთ?!“ განა რა დიდი რამეა, ვთქვი და სიცილი წამსკდა, ცოცხალი იყოს კამიუ, ამგვარ გაზეთთა დასტას, წამში მისცემდა ბუხარს, მაშინ არ ვიყო კაცი... მე კი ვზივარ და ვწუხვარ, სახლებს და ხეებს აწვიმს... ცხელ ჩაის ვურევ პიტნას, წუხილშიც ვურთავ სიცილს, სიყვარულს როგორ ვიტან? ვერანაირად, მიმძიმს! ლოგინზე იდო პიჯაკი, პერანგი, ქუდი, წინდა, ტელევიზორთან ვიჯექი, მთელი საღამო წვიმდა, ხელში მეჭირა გაზეთი, აქეთ და იქით ვფურცლე, სტატია შემხვდა ასეთი:„ სიყვარულს როგორ უძლებთ?!“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ბრაბო , უმაგრესია, ჩარაკრაკებული ბრაბო , უმაგრესია, ჩარაკრაკებული
11. მრავალს, ნატ! <3 უსიყვარულობას ყველაფერი ჯობს, ღმერთმანი ))) მრავალს, ნატ! <3 უსიყვარულობას ყველაფერი ჯობს, ღმერთმანი )))
9. თუ ტელევჯზორთან იჯექი და წასასვლელად გამზადებული გქონდა ტანსაცმელო(შარვალი უკვე გეცვა ან რითმას არ მოუხდა), გაზეთში რას ეძებდი თუ არა შეყვარებულისგან გამოგზავნილ ფარულ მინიშნებას პაემნის ადგილზე და ამ დროს მისი ქმრის სტატია გხვდება :) ეს ხუმრობით და სიყვარული სჯობს უსიყვარულობას და ასატანად და გასაძლებადაც ღირს. ლექსი ორიგინალური,დასამახსოვრებელი,ლირიული და სასიამოვნოა. 5 მრავალ აღდგომას თუ ტელევჯზორთან იჯექი და წასასვლელად გამზადებული გქონდა ტანსაცმელო(შარვალი უკვე გეცვა ან რითმას არ მოუხდა), გაზეთში რას ეძებდი თუ არა შეყვარებულისგან გამოგზავნილ ფარულ მინიშნებას პაემნის ადგილზე და ამ დროს მისი ქმრის სტატია გხვდება :) ეს ხუმრობით და სიყვარული სჯობს უსიყვარულობას და ასატანად და გასაძლებადაც ღირს. ლექსი ორიგინალური,დასამახსოვრებელი,ლირიული და სასიამოვნოა. 5 მრავალ აღდგომას
8. რაც კარგია, კარგია! რაც კარგია, კარგია!
6. ძალიან მომეწონა.<3 ძალიან მომეწონა.<3
5. სიყვარულს როგორ უძლებთ?! დავბრამდი,დავყრუვდი, დამწვა, დამხრაკა , დამანახშირა და ნაცრად მაქცია.. აი ასე ვუძლებ სიტვარულს!
კარგი მოლექსე ხარ ავტორო. სიყვარულს როგორ უძლებთ?! დავბრამდი,დავყრუვდი, დამწვა, დამხრაკა , დამანახშირა და ნაცრად მაქცია.. აი ასე ვუძლებ სიტვარულს!
კარგი მოლექსე ხარ ავტორო.
3. რა კარგია, ადამიანური, ლაღი და სავსე. რა კარგია, ადამიანური, ლაღი და სავსე.
2. რავარი მოსათმენია? :))) რავარი მოსათმენია? :)))
1. სიყვარული უნდა მოითმინოვოო :)) სიყვარული უნდა მოითმინოვოო :))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|