ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2021


წერილები საკნიდან-6


ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
თითქმის ყოველდღე გაცილებდი ისნის მეტრომდე,
მახსოვს ყოველი მისალმება, ყოველი კოცნა
და შენი სახლის მისამართი-თელავის 20,
იქვე, ჭიშკართან, ფერგასული, ძველი კიოსკი,
მსახიობების პოსტერებით: გირი, კიუსაკი,
გაგეცინება, რად ვიხსომებ ასეთ წვრილმანებს,
კუბრიკსაც ერთად არ ვუყურეთ? კრუზი, კიდმანი;
მეც, რა ხანია, რომ თვალები ფართოდ დავხუჭე,
საკანში ასგზის შევიწროვდა ჩემი ნაჭუჭი,
საკანში ასგზის შევიწროვდა ჩემი ფართობი,
აქ პოსტერები, რა თქმა უნდა, ვერ გამართობენ,
ნარიყალაზე ავდიოდით მთელი აგვისტო,
წყალს წაუღია ოსკარი და ოქროს პალმის რტო,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
თითქმის ყოველდღე გაცილებდი ისნის მეტრომდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები