ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2021


ეეჰ რა გოგო



გოგო მყავდა იმისთანა ,
ზაფხულივით ლამაზი,
წმინდა როგორც , მძიმე მარხვა 
ანდა კიდევ ნამაზი

გოგო მყავდა ოცნებების
ფრთა შესხმული ფერია
გოგო , როგორც მზის სხივები,
როგორც თბილი კერია

ქალი როგორც ვაზის ნერგი ,
გოგო როგორც ატმის რტო
ცივი როგორც თებერვალი ,
მწველი როგორც აგვისტო,

ქალი მყავდა მარტის წვიმა,
გახდებოდა თქეშივით ,
ზოგჯე კიდევ მათრობელა
გოგო ოჯალეშივით...

გოგო მყავდა თვალხატულა,
ლაღი იყო ჩიტივით ,
წავიდა და მიმატოვა,
გოგომ მარგალიტივით,

გოგო მყავდა , ეეეჰ რა გოგო ,
იმას კიდევ  რააა ბიჭი ,
ღმერთმა არცერთს დაგვანათლა
სამწუხაროდ ჭკუა - ნიჭი ,

ახლა ისიც მარტო არის ,
ნეტავ ეს ვის ენება,
ეჰ რა გოგო , ეჰ რა ბიჭი ,
მარტოს გვიწევს თენება



გოგო მყავდა იმისთანაა,
ზაფხულივით ლამაზი,
წმინდა როგორც მძიმე მარხვა ,
ანდაც კიდევ ნამაზი....









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები