 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 29 აპრილი, 2021 |
"გაგიღიმებთ, დაგაჯერებთ კარგად ვარ თითქოს. არაფერია ღიმილზე უფრო უკეთესი რამე ნიღაბი. ღრმად დავმარხავ თითოეულ წამოტირებას ოღონდაც თქვენ მშვიდად, ბედნიერად, წყნარად სუნთქავდეთ.
გაგიღიმებთ, ყურს დავუგდებ მშვიდ ამოსუნთქვას, სიამაყის და რიგზე ყოფნის გრძნობამ რომ იცის. შორს გადავმალავ მარწუხებისგან გამომშრალ ყოფას, თქვენცც ადვილად, სულ მარტივად ტყუილს იწამებთ.
სულის ტირილით, ზღვა ცრემლებით დაგიბანთ ტერფებს, რომ მერე თვალი გაგისწოროთ, კვლავ გაგიღიმოთ. უფრო იოლი იქნებოდა ტკივილით კვდომა სორაიასი,როცა ძვლებს რიყის ბასრი ქვებით გიმტვრევენ.
გაგიღიმებთ, დაგილაგებთ ყველაფერს თავში, ასე ადვილად, განა რამ უნდა გამაოცოს ან გადამრიოს?! დავიფიცებ, რომ ვერასოდეს შემამჩნევთ რამეს, თუ კი ოდესმე, თუ კი ოდესმე ვინმემ რამე მატკინეთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ციმციმა რომ გულთან ახლოს მიუტანეთ ეს დავიწყებული ლექსი მადლობა ციმციმა რომ გულთან ახლოს მიუტანეთ ეს დავიწყებული ლექსი
10. ამასაც ძალა უნდა, ასე გამოხატვას_ ნიჭი. ძალიან კარგი ხართ. მომეწონა. ამასაც ძალა უნდა, ასე გამოხატვას_ ნიჭი. ძალიან კარგი ხართ. მომეწონა.
9. რანაირად თბილია! რანაირად თბილია!
7. ჩემო კარგო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს გზა გავიარე. ნაცნობია.
უფალი დიდია.მიყვარხართ შენ და კატო. ჩემო კარგო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს გზა გავიარე. ნაცნობია.
უფალი დიდია.მიყვარხართ შენ და კატო.
6. მადლობა მოკითხვისთვის ! მეც მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით მადლობა მოკითხვისთვის ! მეც მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით
5. მართლაც სად ხართ ავტორო, რატომ არ არის ახალი ნაწარმოები? ველოდები თქვენ მადლიან, გულიან და გრძნობებით დაწერილებს, რომლებიც ხშირად ეხებიან ჩემი გულის სიმებსაც. მართლაც სად ხართ ავტორო, რატომ არ არის ახალი ნაწარმოები? ველოდები თქვენ მადლიან, გულიან და გრძნობებით დაწერილებს, რომლებიც ხშირად ეხებიან ჩემი გულის სიმებსაც.
4. ,,გაგიღიმებ და დაგილაგებ ყველაფერს თავში, მომცრო თავში-განა რამ უნდა გამაოცოს და გადამრიოს?!'' მართლაც რომ! ხომ კარგად ხარ, ფლორენცია? რაღაც დამაკლდით ბოლო პერიოდში! წარმატებები! ,,გაგიღიმებ და დაგილაგებ ყველაფერს თავში, მომცრო თავში-განა რამ უნდა გამაოცოს და გადამრიოს?!`` მართლაც რომ! ხომ კარგად ხარ, ფლორენცია? რაღაც დამაკლდით ბოლო პერიოდში! წარმატებები!
3. დიდი ადამიანი ხარ, ბევრის დამტევი. მისაბაძი! დიდი ადამიანი ხარ, ბევრის დამტევი. მისაბაძი!
2. მუხა,გაიხარე! მადლობა დიდი! მრავალ აღდგომას დაესწარი ძვირფასო ადამიანო!❤ მუხა,გაიხარე! მადლობა დიდი! მრავალ აღდგომას დაესწარი ძვირფასო ადამიანო!❤
1. ძალიან მომეწონა სულის ტირილით, ზღვა ცრემლებით დაგიბან ტერფებს,
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან მომეწონა სულის ტირილით, ზღვა ცრემლებით დაგიბან ტერფებს,
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|