ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2021


უკაბელო ქრისტეს აღდგომა (კაკბების ციკლიდან)

მზიურმა ზათქმა დააზრო ზვინი
ფრთა მოუზიდა ზოლიან კაკაბს,
გზა ნისლისფერმა, დღე შორეულმა,
ლურჯი ფრთის ზოლი გააზვიადა..
გამოუზნიქა ბოლო ზიზილო..
ბიბილო იყო უზადო ქოლგა..
მზის სხივს იფენდა,
წვიმის ქვეშ თრთოდა.
ბზობას მოჰქონდა ცხენთა უბელო
ჭენება, დოღი..
დღეს გადამდგარი დღეების სუსხი
ვეღარ დააზრობს ყვავილთა დაფნას,
მით რომ კაკბებიც უმალ გვამცნობენ
აქ უკაბელო ქრისტეს აღდგომას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები