ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2021


დიდაქტიკურ მოტივზე.

თუ შეგიძლია,
მარტო რომ რჩები
საკუთარ თავთან
ამ მომენტამდე
რაც დრო გავიდა
გადააიაზრო
შენი ცხოვრება
არ დაიზარო
მიმოიხილო
ისევ თავიდან
გახსოვდეს იგი.
არც ერთი წამი
დაივიწყო.
შენი სისუსტის 
მოხედო მასაც
რომელიც გაქრა,
უკვე აღარ ჩანს
და  იმედი გაქვს,
რომ არც არავის
ემახსოვრება
თუ აღმოაჩენ
რომ ღირსეული
გქონდა ცხოვრება.
ფუჭ იმედებთან
განშორებას
ნუ აგვიანებ
გამოფხიზლდი
და გამართლდი
ადამიანო.
თავს ნუ იტყუებ
დროზე იწამე,
უფლის სამართლის.
გახსოვდეს_ იგი
ყველას ეხება.
_დრო მოდის, როცა
დიდ სინათლესთან
გვიწევს შეხება
თითოეულ
გონიერ მოკვდავს
ვისაც თავისი
პირველწინაპრის
ჩადენილ ცოდვით
კეთილ ბოროტის
შეცნობის ხის
ერთი ნაყოფი
უგემია  და
სამოთხისგზა
დაუკარგავს
ამის გამო კი
პასუხს აგებს
სინდისთან, ანუ
ღმერთის თვალთან
საკუთარ გულში.
მარტო დარჩენილს
ის გეუბნება 
შენი ცხოვრების
უმცირესი
ბნელი წამის
ციცქნა ნამცეცსაც
ხედავს უფალი.
ყველაფერი ჩანს
იმ ბრწყინვალების
თეთრ სინათლეში
ჩვენ რომ
მოვხვდებით.
და გვეკითხება
მზად თუ ხარ შენი
სული შიშველი
წარსდგეს და უთხრას
არვინ მომიკლავს
არასოდეს მითქმოდა,
ანუ მიწევდა გული
სხვისი კუთვნილის
მისათვისებლად
არ მომიპარავს.
არც შემშურნია
ვინმესი და არც
დამიჩაგრავს
მოყვასი ჩემი.
უმნიშვნელოა
სხვა დანარჩენი_
როდის გციოდა
როდის გშიოდა
ან თუნდაც როდის
აკანკალდი და
უძლურებისგან,
სირცხვილი ნახე.
სადაც  ძლიერი
გგონია თავი
იქ გხვდება მახე
რომ გაება და
სული შენი დაალაქაო
მარტო რომ რჩები
საკუთარ თავთან
მაშინ იცოდე, რომ
არაფრად ღირს, ეს
ცხოვრება შენი აქაო,
წუთისოფელი,
იმშერცხვენასთან
მარადისობის
გამოცდაზე რომ
გელოდება
მარად ნათელში,
თოვლზე უფრო
თეთრ სინათლეში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები