ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2021


ჩემი ტირილის მიზეზი

ვტირი, განვიცდი... სამშობლოს
თითო გოჯად რომ ჰყიდიან,
ქვეყნიდან ქართველები რომ...
უგზო-უკვალოდ მიდიან!

რად გვინდა თოხი და ბარი
- სულგაყიდულნი იტყვიან,
მათთვის ფულია მთავარი,
ეშმას ცდუნება დიდია. 

ჰყიდიან მიწებს, მთა-ველებს,
სამშობლო ფეხზე ჰკიდიათ,
იუდას გზა-კვალს ირჩევენ,
ეშმაკის გზებით მიდიან!

ოცდაათ ვერცხლს კვლავ იღებენ,
არ ახსოვთ ცოდვის გენია,
მამლის მესამე ყივილზეც
გონს ვეღარ მოეგებიან.

ვერცხლის ცოდვისგან დაწყევლილ,
მათ ძეს და შთამომავლობას,
საშველი რომ არ ექნებათ,
უფალს შესთხოვენ წყალობას...

მაგრამ გვიანი იქნება,
გეენისაკენ მიდიან,
ჩვენს თავს ჩვენ უნდა ვუშველოთ,
რწმენა მომავლის ხიდია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები