ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2021


თეორია

ჩემი ლექსები -
თეორია,
თითქოს მიწაში
მარცვლის ჩაუგდებლად,
მზის შეწევნით
და წყლის პკურებით
იზრდებოდეს სადმე ჯეჯილი, -
არც ღირს განხილვად.
ფანჯრის რაფაზე,
ბამბაზე ამოზრდილი
ჭეშმარიტება არაფერს გვაძლევს,
ლამაზია მხოლოდ დროებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები