ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ტირპიც
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მაისი, 2021


იმპერია 0.04

  ვგრძნობ მუდამ იმ სიკვდილის სუნს, რომელიც ჩემს მორჩილ სულებს ასდის. უზარმაზარი, შავლურჯი, მაგიურად აჭრილი ცისკენ ცერებზე ტალღა სულ მალე ზედ დამეცემა მხრებზე, რამეთუ ჩამომირეცხოს ნაწილი სევდის. ულევ სამყაროთაშორის პლანეტებზე მოხეტიალემ, როგორ არ ვცადე მოშორება იმ სიმძიმეების, რომელთა თრევა მიწევს ულევი წლები. რაოდენ ბევრი ლოდი დაიშალა პარალელურად. სანამ მე ტონობით სისხლი ვშთანთქე და შევიფარე გამოლეული ვენებით, სხეულის სამუდამოდ მოცილებული განცდები. აწ უკვე მარადიული სულები. მარადიული რამეთუ მნებავს მე ეგრე. არადა სიკვდილს იქით ტანჯვაც და მოკვლაც მოსულა. სულ სხვა ჩრდილებში. სულ სხვა ტყეებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები