ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2021


ჰაიუკები

ამოიტირა ბალახმა,
სისხლის ცრემლები მაცხოვრისა ამოიყვანა.

გაიზარდა ჩეროში ხავსი,
დილამ გატეხა ყველა კვერცხი შეუღებავად.

სანთელი ერთი ანთიაო, კაცი დაიწვა,
მარტომ ვერ კი ანათა.

წითელი ფერია მზის ჩასვლა,
სხვაგან მზეს ამოსვლა როცა უხდება.

გადაიწერა მოლი დედამიწამ,
მდელო გამოთვრა მდინარეებით,
მზის სხივმა ჩაჰკრა კბილებში ჯეჯილს.

კურნება სხეულისა უკურნებელია,
მიწამ უყო პირი დაბადებისას.

დღე ზანტი იყო, აჩქარება ღამემ ასწავლა.

ღაბუა ჩიტი-ტარა
თვალებს ხუჭავს,
კვერცხის ნისკარტით გამოტეხვისთვის.

მიყვარდა ძილი,
ღვიძილმა დიდხანს დამაძინა,
ახლა სულ მღვიძავს.

შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს
და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში.

შაშვი შავ ხნულში ხმას ავრცელებს,
დაშვრაო ენა პოეტისა, ცრემლებით მოვრწყე.

კენკვა ცოტაა შაშვის დღემან,
მაინც განაყრებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები