ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2021


უგუნურება

მუდმივად დგას წინ,  დგას და დარაჯობს. საკუთარ აზრებს იცავს - "სწორიას" 
მე სასაცილოდ არ მყოფნის, ვწუხვარ ჩემს ზღვას  სხვაგან აქვს აკვატორია.

  ყველა ვერ ამჩნევს თავის ანარეკლს

და თუკი ჩემამდე ისევ შორია  გადაეჩვიე "არასწორიას"

აქ მსაჯულები არსად არიან.

გამოერკვიე და განიწმინდე ჩამოიბანე პირზე ტალახი  რაც შეგაწმინდეს, უღვთო მონებმა იყავი ბუდა, იყავი ქრისტე თუ გინდა გახდი თუნდაც ალაჰი 

გამოერკვიე, გადაეჩვიე  და ნუღარ წიწკნი ფრჩხილებით მიწას რატომ მორჩილობ სხვათა ნააზრევს ბოლოს ხომ მაინც გაყრიან მიწას.

მუდმივად დგას წინ, დგას და დარაჯობს თითს იქნევს ვიღაც, ამბობს:"სწორიას"  ასე ამშვიდებს არა-რაობებს და სიბნელეში ზრდის მთელ თაობებს.

სულს ისე არვინ არ იჭაობებს თუ გადარჩენის გეგმა არააქვს. 

ნუ დაიმართებ სულის ფსორიაზსს! 

მუდმივად დგას ვიღაცა ჩემს წინ დგას იმეორებს: ძველ პერიფრაზებს მე შეჩვეული სიბრმავეს ირგვლივ, სიჩუმეს ვუყრი, უაზრო ბგერებს  და ამოუცნობ საგნებს ვალაგებ.

როგორც  ქინდერის მუყაოს ფაზლებს.

ჩემს ბედს მხოლოდ მე-თუ განვაგებ.

"ბრძნად  მეტყველებაი  ვერცხლი  არს წმიდაი,  ხოლო  დუმილი- ოქროი  რჩეული" 

და ნუ გახდები შენ შეჩვეული ერთსახოვან 
ან სწორხაზოვან 
სიბრტყეს 
"ვისაც ყური აქვს , დაე ისმინოს" 
და მჯერა
ისმენს

Amen.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები