ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2021


ლამაზი ქუჩა

          ჩასძინებია
ჩამქრალ ლამპიონს
  სიბილწის სმენით
გაჟღენთილ დაღლილს,
      მტვრიან ქუჩას
    ფილტვები ეწვის
  ,,დილა მშვიდობისა''
  ეტყვიან ფურთხით...
      სიგარის ნაწვით
      გინებით დედის...
        ადამის მოდგმა
  რომ გვქვია თითქოს
          გადაჩეხილი
        სხეული მტკივა
  მიყრილ ბოთლებზე
          ლამაზ ქუჩის...
     
                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები