ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2021


თავთან ომები

უკუნეთ ღამეში,
ჩემი სოფლის იმ მხარეში სადაც არასდროს ვყოფილვარ
საკუთარი თავი მომსდევს დანით შეიარაღებული.
მისი ნაბიჯები და ჩემი ეჭვები რეალობის რეალობაზე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

მომსდევს.
სწრაფად.
რას გაასწრებ.. შენ არ ხარ?
მეწევა,მიჭერს და ხელებით მებღაუჭება.

ვიღაც ამბობს : "ეს ყველაზე საშინელი განცდაა,რომელიც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს."


ყველა ელოდება შენი გავეშებული სახის კმაყოფილებით შეცვლას.

გელოდები მეც.

.....

მოიცადე,რატომ გაშეშდი?
ჰჰჰჰჰ
არ მკლავ?

ჰჰჰჰ
იქნებ რძე დაგელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები