ხეზე მიფსკვნილი სურვილებით ვიდექი დიდხანს, გახსოვს?! მითხარი, ქარი წაიღებს და ჩვენ ვიცხოვრებთ უჭიქობაში, ამ სურვილების აუსრულებლივ. დავლევთ გოგირდის ტბებიდან და ცივს შევჭამთ თიხას. ჩვენი სულები, უფსკრულზე პირქვე მწოლიარე ჩვენი სულები , შავი ფესვებით შეზრდილ მიწას მოეხვევიან და შეტევები გულის, ნერვის, სისხლის - თრომბული. პეშვით მოგიტან ფსიქოტროპულებს. და გავუყვებით მკვდარ ხეივანს, იმ მკვდარ ხეივანს, სადაც ისინი თავს იკლავენ, სადაც ისინი ეფიცებიან სიყვარულს და მერე ტოვებენ. ჩვენს მარტოდ ყოფნას მოუხდება ჭლექი, სიმსივნე. უინტერესო რომანების სქელი ტომები.
ჩვენს მარტოდ ყოფნას მოუხდება „ფილიპ მორისი“. შენ ხომ არ იცი, სველი ქარის სველი რტოები, როგორ თელავენ ხორბლის ყანებს, ყანებს მონისლულს, „მიტოვებული მეფეები და ურდოები“. შენ ხომ არ იცი, ეზოებში ხალხის ყაყანი, გამოსვენება, გაცილება, სმა და კოცნები. მე არასოდეს დავბრუნდები სამურზაყანოს! იარე წითელ გაზაფხულში და იოცნებე. და ქრისტესავით მოვა დილა, მე კი , ლაზარე- გაღმა კოდორის, რიწის იქით, გაღმა გუმისთის, თეთრს, როგორც ზამთარს, როგორც თოვას, როგორც ლაზარეთს, შუაზე გავყოფ, სიკვდილს გავყოფ შენი გულისთვის , სიკვდილს საზარელს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. და ქრისტესავით მოვა დილა, მე კი , ლაზარე-
და ქრისტესავით მოვა დილა, მე კი , ლაზარე-
4. დიდზე დიდი პოეზია! დიდზე დიდი პოეზია!
3. "დიდი დანაკარგის მესაკუთრე"...
შენსავით კარგად ვერავინ იყენებს ალუზიებს!
"დიდი დანაკარგის მესაკუთრე"...
შენსავით კარგად ვერავინ იყენებს ალუზიებს!
1. ველოდი ამ ლექსს აქ. ძალიან კარგია.
ველოდი ამ ლექსს აქ. ძალიან კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|