ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2021


* * *

პარიზი. წვიმა. ქუჩა. პროფილი.
უკან ვეება დგას მონპარნასი.
საცაა ჩადგეს ქარი-ორპირი.
ვზივარ. ვეწევი. ველი პარასკევს.
მაქვს ცოტა რომი, გინდა დავლიოთ?
ან ფირფიტაზე დავდო ტირსენი
და ცეკვა-ცეკვით შევხვდეთ ალიონს,
მერე ვერცერთმა ვერ გავიხსენოთ:
პარიზი. წვიმა. პროფილი. ქუჩა.
ბახუსი. ცეკვა. რომი. მენადა.
კენედი. სარტრი. დე გოლი. ბუში.
ბუში. დე გოლი. სარტრი. კენედი.
შეგიხსნა ღილი. შეგეკრას სუნთქვა.
შეგეკრას სუნთქვა. შეგიხსნა ღილი.
ასეთი რამე არასდროს უთქვამთ-
მითხრა და აღარ მოვიდეს დილის
აშარი მაცნე-საათი კედლის.
კედლის საათის მავნე გუგული,
რომ შენი ტანი-ვიწრო და ნედლი,
ჩემსკენ მოვზიდო, როგორც უგულომ.
გეცეკვო მთელი ნდომით და ჟინით.
გეცეკვო ცხადად. თუნდაც გუმანით.
იყოს ტირსენი. მერე გერშვინი.
მერე სტრავინსკი. ბოლოს შუმანი.
პარიზი. წვიმა. ქუჩა. პროფილი.
უკან ვეება დგას მონპარნასი.
საცაა ჩადგეს ქარი-ორპირი.
ვზივარ. ვეწევი. ველი პარასკევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები