ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2021


შენ გეშინია პირველი ღამის...

შენ გეშინია პირველი ღამის,
რა ბედენაა ამქვეყნად შიში...
შენს ფრჩხილად არ ღირს არცერთი წამი,
ხარ ნაშიერი თამარის ჯიშის.

შენ გეშინია პირველი ღამის,
მსურს ამოიგდო გულიდან შიში...
შენს ლამაზ ბაღში ნუში კვლავ ჰყვავის
და დღემდე მღერის შენივე ჯიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები