 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 10 მაისი, 2021 |
შეეშვი წვიმას. სულელია. ათასჯერ მოვა. მაკოცე. წადი. მიმატოვე. სან-ზონა. ფრესკო. მე, რა ხანია, გაუთეველ ღამეებს ვგლოვობ. მე, რა ხანია, ხატვას ვსწავლობ, რომ შენი ფრესკა ოთახის კედელს მივახატო, სადაც ვიძინებ. ვსუნთქავ. ვუყურებ ტელევიზორს. ვწერ და მოგელი. ოთახში, სადაც მსუბუქდება ყოფის სიმძიმე. ოთახში, სადაც მაგიდაზე მიდევს ო'ჰენრი. ოთახში, სადაც გეხუტები, სადაც მიგიკრავ გულზე და წამში გულისცემა ისე მძაფრდება, რომ ვერ დამალავს ამ ფორიაქს ჩვენი მიმიკა, რომ ამ წვიმაშიც გადარჩება ჩვენი აფრები. მახსოვს, გუშინაც ასე წვიმდა, თამაშ-თამაშით, მზე ალაგ-ალაგ აპარებდა სხივებს-ოქროსფერს. სრუტეებიც კი გავიხსენეთ: ქერჩი, ლა-მანში, ბრისტოლი. ბაბ-ელ-მანდები და ბოლოს, ბოსფორი. მე, რა ხანია, ხატვას ვსწავლობ, რომ შენი ფრესკა ოთახის კედელს მივახატო, სადაც ვიძინებ. ოთახში, სადაც მსუბუქდება ყოფის სიმძიმე. მაკოცე. წადი. მიმატოვე. სან-ზონა. ფრესკო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სან-ზონეც ))) სან-ზონეც )))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|