ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 მაისი, 2021


Иосиф Бродский - Римские элегии - II

იოსებ ბროდსკი - რომაული ელეგიები
ბენედეტა კრავერის
II

თვე გახევებულ ქანქარების (ამ თვის სიცხეში
მხოლოდ ბუზია მშრალ გრაფინის ყელში ფეხსწრაფი).
ჯვარედინდება ციფერბლატზე ისე რიცხვები,
პროჟექტორებით დაეძებენ თითქოს სერაფიმს.

აგვისტოს თვეში აფარებენ ავეჯს ჩარსავებს,
ფანჯრებს - მუქ ფარდებს და სარკეში ხედავ ოფლიან
ორეულს, ხოლო ფუტკრები კი სკის გეზს კარგავენ,
ზღვისკენ მიქრიან და ნექტარში ჩაეფლობიან. 

თეთრ, დუნე კუნთებს გადაევლე ჭავლო მთრთოლვარევ,
წაეთამაშე ძენძს შერუჯულს - ჩემს თმას შევერცხლილს;
მიუსაფარ ტანს და ფოცხივით ხელებს - მცონარეთ,
ყველაზე მეტად ნანგრევების ხედი შეშვენით.

თუ ებრაელი გამართულ „რ“-ს თქმას ვერ ახერხებს - 
თავის თავს ცნობენ; შენ შეჰყურებ ჟამით გათქერილს
და გაამთელებ ნერწყვის ხსნარით ქვათა ნამსხვრევებს,
დრო ბარბაროსის თვალით ვიდრე ფორუმს გასცქერის. 

10 მაისი, 2021 წ.



Иосиф Бродский - Римские элегии
Бенедетте Кравиери

II

Месяц замерших маятников (в августе расторопна
только муха в гортани высохшего графина).
Цифры на циферблатах скрещиваются, подобно
прожекторам ПВО в поисках серафима.

Месяц спущенных штор и зачехленных стульев,
потного двойника в зеркале над комодом,
пчел, позабывших расположенье ульев
и улетевших к морю покрыться медом.

Хлопочи же, струя, над белоснежной, дряблой
мышцей, играй куделью седых подпалин.
Для бездомного торса и праздных граблей
ничего нет ближе, чем вид развалин.

Да и они в ломаном «р» еврея
узнают себя тоже; только слюнным раствором
и скрепляешь осколки, покамест Время
варварским взглядом обводит форум.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები