ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2021


ედემში დაბრუნება

  მყვირალობისად მშვიდი ღამე იყო სავსემთვარობის და დედამიწას სხეულში ჰქონდა სავსემთვარის ვნების ფალოსი და მშვიდი ღამე კრთოდა. ცოდვიანივით ფეთდებოდა ბუმბერაზი ხეთა ტევრები სულ ოდნავი ქარის ალერსით და ჰორიზონტისხელა მთვარის ანარეკლებით.
  ღამეს, დედამიწას, მთვარეს… ტანზე ესხა ჟრუანტელის წვრილი ეკლები და ნაპერწკლებად ეყრებოდა ციცინათელების წვეთები უთვალებო ვნების მოტკბო გამწუხარებას და იდგა ვნების სავსემთვარე შფოთიანად მკვნესარე ღამედ. ტყის განაპირას, აგვისტოს ხეებს ნამზეურებად შერჩენოდათ გაფერმკრთალება და თავზე ედგათ შარავანდის ციალად ზეცა. გაფერმკრთალება ეტყობოდა სიმუქის ფერსაც. ტანგადაზნექილ ტირიფის ხეს მკლავზე ეწვინა ტოტებში ჩამოქნილი ღამე და ფესვის ზემოთ, მიწისპირზე გადაეკრა მწვანე მოლის სულ ოდნავად ნამიანი ჰაეროვნება. ღამეს ჩაექრო ხალასი მწვანე და მუქი სილურჯე - ყველაფერს აჩნდა ღამის სიმუნჯე და მიდამო იყო რაღაც ფანტასტიური, უფრო ღვთიური, მითიური; ვიდრე ოდესმე.
  დათარეშობდა თავაშვებით ღამიანი ფრთებით ეროსი.
  ბალახი წუხდა და კვდებოდა, ითელებოდა.
  იწერებოდა მოძრაობები წრედ და მრუდებად, ტაეპებად, ტაქტებად და ღამეში ჩამხობილი ორი სხეული უმწვანო მოლზე ერთმანეთის ცხელ სიშიშვლეებს მწველად ლოშნიდა. გახვითქული მათი ტანები ვერცხლად ელავდნენ. მამრი - თვალებში და ტანში სისხლჩამდგარი და მდედრი - ხორცსავსე და ამძუვნებული და თუკი სადმე იყო ახლა სული, მათ ქშინვაში ენთო ყველაზე ზნემაღალი და სრული.
  აღარ არსებობდა და აღარ იყო აღარც ღამე, არც უსარკო ცა და ციდან ჩამომღვალი სავსემთვარე; სულ აღარ იყო, მათთვის აღარ. გამქრალიყო და მოთელილი ბალახიც კვნესოდა უხმოდ, ოღონდ ტკივილით და კივილიც არ შეეძლო სიმძიმილის ქვეშ. დაბერილი ნესტოებიდან ამომავალ ქშენას ამოჰქონდა ფილტვებიდან სულის მდუღრისი და მათი ნაქშენი, აღრეული ჰაერის ატომებში, უმცირეს ელვებად პულსირებდნენ - სულის და სხეულის შერწყმა. ბიძგი... და თანმოყოლილი ამოკვნესა და ხავილამდე ყელგაღადრული ბგერები, ამოგლეჯილი ტანის შიგნიდან.
  ბიძგი.
  შეკივლება და ოფლით ალესილი სველი ხელები კრუნჩხვებად დაეჭიმა, მთელი სხეულიც. კეფასთან მხურვალე ღვედი ჩაეჭირა და ქალის თითებმა ჩაბღუჯეს ნასრესი ბალახი, ფრჩხილები მიწამდე ჩავიდა და ამოჰყვა ნამიანს ტალახი.
  კონვულსიები.
  სულ წამი, ან რამდენიმე წამი.
  გახელდა მამრი და ერთ მყესად იქცა გრძნობებისგან ყრუ და უგრძნობელი.
  ამოღვარებად არა, ამონთხევის წამის შეყოვნებად შედგა სიცოცხლის მთელი ევოლუციის მეტაფიზიკა და არა მხოლოდ სიცოცხლისა - განემხო და განეფინა მისი არსებობის მდგომარეობა სამყაროისას და ჩაითესლა მდედრისში მამრი.
  ჩაემხო და ჩაითენთა ქალის დაფენილ ნამიან თმებში და ჩაიღვენთა. ძლივს აითრია სიმძიმილი და გულაღმა დაეცა მერე. არ აუხელია არც ერთს თვალი. ცოტათი დიდხანს იდგა უძრაობის ზღვაობის ქარი.
  ნელა, მდორედ ბრუნდებოდა დანარჩენი სამყარო მათში და მათ ირგვლივ. პეპლების ფრთებივით გაეხვივნენ აგვისტოს ღამის სიოს ზეწარში და სუნთქვა იგრძნეს.
  ცას ისევ აჩნდა სავსემთვარე.
  ნელა და ძნელად, მაგრამ აახილა ქალმა თვალი. ოცნებას აღარ ჰგავდა ცა. მრგვალი სავსემთვარე იწვა მასში. უნდოდა ცისთვის გაეღიმა - აღარ ჰქონდა ღიმილის თავიც. თავის სხეულს ჩააყოლა მზერა და თვალი და აეღიმილა ახლა, ხედვად განიცადა თავისთავში ვნებად განაცდელი ქალი და დამშვიდდა.
  გულაღმა ეგდო სხეულად ქცეული მამრის შიშველი ტანი, როგორც ნაწარღვნალი სამყაროს სულ პირველი წამი. სხეულს ჩაეკიდა ფალოსის ამბოხი და ჟამი დაუდგა გონებას განტევების. მაგრამ გონება არ მოვიდა, აღარ დადგა ახალი წამი, აღარ ჩადგა თავის ბარძიმში და განემხო და ანიჰილირდა რაღაც ისეთში, სივრცისმიღმიერს რომ ხედავენ ღმერთების მაძიებლები. იმპულსებამდე გამარტივდა ყველა სირთულე და კავშირებს აცდენილი კვანტი ყველა ფიზიკას გაცდა. ვნებამ ამოშანთა სადაც კი სადმე იყო ზღვარი.
  და თვალნი აღახილა ნელა, ძაალიან ნელა. მასში აღარ იყო ვნება, თავდავიწყება, აღარც აღარცერთი განუცდელი თუ განსაცდელი, აღარაფერი... სიცარიელის სისავსის გარდა, პირველთაგანი და სულმა, სუნთქვამ ის პირველი წამი აღარდგინა, რომელიც ღმერთმა ედემისმიერ სულს დაუტევა საკუთარ სუნთქვად.
  წამად გაიელვა სიცოცხლის მთელმა ევოლუციამ და აღსდგა სამყარო ღამიანი უგონობის წინარე, როგორც ედემად. ოდნავ ნამიან შიშველ სხეულში უფრო შიშველი დარჩა გული და ის გადარჩა.
  ალექსი იწვა თვალებახელილი და მათ ხსეულებს სავსემთვარე სიფერმკრთალით ასევადებდა და არ ფიქრობდა, რომ ეს ღამე მათთან ერთად ითენთებოდა და არ ფიქრობდა სიამეზე, სილამაზედ ნამღერ ღამედ რომ აჩნდა სამყაროს სიცოცხლეებად. უკვე აღარ.
  ფრთები აიცელქა სიომ და ტყის ტევრებში ჩაიშრიალა, მდუმარე ღამეს ხის კენწეროებით რევერანსულად თავი დაუკრა და ჟრუანტელივით მინდორს აეკრა. ალექსი შეირხა. მამრის ჟინი მთვარიანში ნელა განელდა და დანებდა სხეული შეგრძნებათა ნებას, წყებებად რომ ამოდიოდნენ მისგან.
  სადღა იყო ფიქრების კონა, ან გონების სხვა მოგონება, ხმამაღალი, დაწერილი თუ ჯერ უთქმელი გამოგონება. სადღა იყო... რადგან მისი გონება შეგრძნებების ზღვად გადაიქცა და სისხლთან ერთად ცირკულირდა სხეულში და სხეული გადაიქცა პირველშობილად. მდედრში შთაითესლა ახალ სიცოცხლესთან ერთად მისი გონება და ყველა მოგონება და დარჩა ასე დროის გარეშე.
  გარდუვალი მოხდა.
  რაღაც უდიდესი სასწაული სამყროს თითქმის შვებით აღმოხდა. სასწაული; რადგან მან ვერ ახსნა მასში რა მოხდა და მიიღო ნაგვემმა სხეულმა საზღაური.
  დრო, როგორც მარადის, არც ახლა სდუმდა და უჟამოდ მიდიოდა, მაგრამ ამას აღარავინ სწუხდა, არც ტირიფი, არც ღამე, სავსემთვარე და აღარც ალექსი.
  სხეულს შერჩენოდა სული, მაგრამ სულს გაჰყროდა გონება და მოგონება ვერ ძალავდა სულს თავსგასული.
  დაიჩურჩულა სიომ.
  ძახილი იყო ისე ჩუმი...
  მდინარემ უთხრა ღამეს ჩურჩულით...
  ალექსი ადგა, ზმანებასავით წამოიმართა და შედედებულ მყუდროებას სული მიუხმო. თვალი არა, ან გულისყური. ნელა წავიდა. ქალს არ მოხედა. მდინარისკენ მიდიოდა და მის ირგვლივ სამყარო თრთოდა, ცნობიერებადაქცეული და სხვადქცეული. მიდიოდა მდინარისკენ და მხოლოდ სიგრილე სურდა, წყლის სველი სიგრილე. არც სურდა, არც იცოდა, მიდიოდა...
  ისევ გაუნძრევლად იწვა ქალი, ოდნავ მკრთალი, ღიმილისფერი მიმავალ სხეულს ფიქრდაწეული და თვალებით მზერადწვეული. იღიმებოდა. ცნობადის ნაყოფი თავის თავში დაიურვა და ალექსის აჩუქა დაკარგული ედემი და ის იქ ბრუნდებოდა.
  და მთელი სამყარო მიხვდა, ყველა მიხვდა, ყველაფერს მიხვდა, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც აღარ უნდა მიმხვდარიყო - მხოლოდ.
  გარდა იმ ერთი ადამიანისა; ყველა მიხვდა... და ის დაბრუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები