 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2021 |
ჩემი დიაგნოზი-მწვავე ბრონქიტია, ვწევარ უსუსურად, როგორც მელოგინე... სუნი დაეკარგა ყველა ორქიდეას, აღარ ვეტანები აღარც გეორგინებს, სული მეხუთება, გწერ ამ პალატიდან, ახლა სულერთია ყველა დიაგნოზი, მალე, შესაძლოა სახლშიც გადავიდე, თუ გსურს, ვისაუბროთ მერე, დიაკონზეც, მაგრამ არ ვაპირებ, ცოტაც დამიცადოს ღმერთმა, აქამდე ხომ ჩემთვის არ ეცალა, ჩემზე წინ ჩადგება ვინმე კამიკაძე, მე ჯერ ამ პალატას უნდა გავეცალო, მე ჯერ უსათუოდ უნდა გინახულო, უნდა წაგიკითხო კიდევ ერთი ლექსი, წყალსაც წაუღია ჩემი ჭირნახული, წყალსაც წაუღია, რაც აქამდე ვთესე. ჩემი დიაგნოზი-მწვავე ბრონქიტია, ვწევარ უსუსურად, როგორც მელოგინე, სუნი დაეკარგა ყველა ორქიდეას, აღარ ვეტანები აღარც გეორგინებს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|