ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: საბავშვო
19 მაისი, 2021


გოჭი ჭყივის

გოჭი  ჭყივის  საღორეში,
აღარ  წავალ  აწი  ტყეში.

რომ  გათავდა  რკო  და  პანტა,
ავიტუზე  ბოსტნის  კართან.

ვკარი  დინგი  დახშულ  კარებს,
ბოსტანი  სულ  გადავთხარე.

მიმეძინა  ჩრდილში  დაღლილს,
წამომადგა  თავზე  ძაღლი.

ძლივს  მიპოვეს  მერე  დილით,
ნაცემი  და  დაკბენილი.

ვწევარ,  მივლის  გიგო  პაპა,
ვჭამ  უგემურ  ქატოს  ფაფას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები