ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2021


* * *

(თემურ ელიავას)
მე ეს კედლები მენანება, თორემ ბინა კი,
წყალმა წაიღოს, სხვას მოვნახავ, უფრო პატარას,
რუხი მაგიდა, ტორშერი და უბის წიგნაკი,
ლოგინი, იქვე სასთუმალთან, მწვანე მათარა...
წიგნების თარო: სერვანტესი, პო, თეკერეი,
კიდევ ათასი უცნობი თუ ნაცნობი ყბედი
და ორი ბანკი, ჩემი ბინის იპოთეკარი
და ზაფხულობით, აივანზე მძინარე დედა.
საღამოს ჩაი, საუბრები, სტუმარი ზოგჯერ
სულმოუთქმელად წამიკითხავს ბლოკს ან პასტერნაკს...
მერე უეცრად შეჩერდება, გვეყოფა, მოვრჩეთ,
კარგი იქნება ამ საღამოს ერთი „მასტერკაც“
სადმე რომ მქონდეს მიგდებული, შავი დღისათვის,
მოვწევთ, ცოტა ხნით დავივიწყებთ ყოფნა-არ ყოფნას...
დღეს კომენდანტიც გადაწიეს თერთმეტისათვის,
აწი, რა მოგვკლავს, მეგობარო, აწი რა მოგვკლავს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები