| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2021 |
***********
გარიდებულს მეძახდა ჩემი სახლის აღმართი... ძვლებიც ნაარსებალთა , სევდიანად მიხმობდა. იდგა ჭლექიანივით სახლი ნაავქარალი, და მის გაზრდილ ბარტყებზე ბებერივით ფიქრობდა.
იდგა სუნი მაისის , ნამი კრთოდა ბალახზე. როგორც ცრემლი ობოლის, სევდა დაბარბაცებდა. ბევრი რამის მნახველს და ბევრი რამის მომხვეჭელს, ჩემი ეზოს ბალახი თბილ ქალამნებს მაცმევდა.
მაშინ სულის ქვითინი , როგორც მიუსაფრობა. დავკარგულვარ! ვფიქრობდი, დარდი ამეკვიატა. როგორც ჩიტი უბუდოდ , კოკისპირულ წვიმაში. მეც შხეფები მხვდებოდა ამ თვითნებურ რისხვათა.
შეფერილან ხეები, არა მწვანე ფოთლებით, შეფერილან სევდით და დასტყობიათ სახადი. ბრაზით ჩემს ტირიფეფთან, ქარმა გაისისინა უკვე დროა, ღამდება , ამ ეზოდან გადადი.
გულში მოწყდა მეწყერი, თითქოს ჩამიყოლია... სასაფლაოს გავხედე , ჭარმაგ ხეთა ლანდებში. ძვლებიც ნაარსებალთა „ ასე გამიგონია? ცრემლებს ნუ დაგვანეხებ შვილო მაგ შენს თვალებში.“
ახლაც ჩემზე დარდობდნენ, მე კი გადამავიწყდა... ასე ითქმის, როდესაც სურო ზრდაში გაგასწრებს. წამოვედი, რა მექნა?! სხვა ცხოვრება მეძახდა... სხვა დროს მოვინახულებ ჩემი სახლის აღმართებს.
ზ.მ 20.05.2021
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გასული საუკუნის დასაწყისის ესთეტიკაა. არადა, იგრძნობა, რომ ავტორს დამოუკიდებლად - შემოქმედებითი პოტენცია აქვს. საკუთარი თავი, ხმა არ აქვს ჯერ ნაპოვნი. გასული საუკუნის დასაწყისის ესთეტიკაა. არადა, იგრძნობა, რომ ავტორს დამოუკიდებლად - შემოქმედებითი პოტენცია აქვს. საკუთარი თავი, ხმა არ აქვს ჯერ ნაპოვნი.
1. ხელის შევლება უნდა. სტილი და იდეა მომეწონა. 3 ქ ხელის შევლება უნდა. სტილი და იდეა მომეწონა. 3 ქ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|