ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 მაისი, 2021


Сергей Есенин - Не гляди на меня с упреком

სერგეი ესენინი - ნუ მიყურებ საყვედურით - მწყრალი

ნუ მიყურებ საყვედურით - მწყრალი,
ვნებას ზიზღით არასოდეს ვცვლიდი,
მიყვარს შენი მიბნედილი თვალი,
მორჩილება მზაკვრული და ფლიდი.

ოსტატურად წარმოდგენას მართავ,
ხარ გაშხლართულ მელაკუდას მსგავსი -
როდესაც თავს იმკვდარუნებს, რათა,
მოიხელთოს ბახალა ან ყვავი.

ჩემზეც სცადე, ნუ გგონია - შევდრკე,
არ განელდეს ოღონდ შენი  ალი!
გაციებულ სულს შენამდეც ბევრჯერ
წასწყდომია არაერთი ქალი!

რადგან სულ სხვას ვყვარობ, ჩემო კარგო,
შენ ხარ მხოლოდ ნახმევი და ჩრდილი,
შენი მზერით მეზმანება  სატრფო,
თვალები აქვს ვისაც ლაჟვარდივით.

თუმც არაა თვინიერი, წყრება,
ცივია და თანაც სიტყვაძვირი,
მაგრამ მისმა მედიდურმა რებამ,
შემირხია სულის ბნელი ძირი. 

აი, ასეთს ვერ აუბნევ თავგზას,
გაიძულებს - დამორჩილდე მალე;
შენ ლიქნითაც გულს ვერ დამიბანგავ,
როცა სიცბილს შეუზავებ ალერსს.

მაინც გეტყვი შმუშვნით გულისნადებს,
გამქირდავი და მსაჯული მკაცრი:
თუ სამოთხეს და ჯოჯოხეთს სადმე
არ შექმნიდნენ - მათ შეთხზავდა კაცი.

22 მაისი, წმ. ნიკოლოზის ხს. დღე, 2021 წ.



Сергей Есенин -  Не гляди на меня с упреком

Не гляди на меня с упреком,
Я презренья к тебе не таю,           
Но люблю я твой взор с поволокой
И лукавую кротость твою.

Да, ты кажешься мне распростертой,
И, пожалуй, увидеть я рад,
Как лиса, притворившись мертвой,
Ловит воронов и воронят.

Ну, и что же, лови, я не струшу.
Только как бы твой пыл не погас?
На мою охладевшую душу
Натыкались такие не раз.

Не тебя я люблю, дорогая,
Ты лишь отзвук, лишь только тень.
Мне в лице твоем снится другая,
У которой глаза - голубень.

Пусть она и не выглядит кроткой
И, пожалуй, на вид холодна,
Но она величавой походкой
Всколыхнула мне душу до дна.

Вот такую едва ль отуманишь,
И не хочешь пойти, да пойдешь,
Ну, а ты даже в сердце не вранишь
Напоенную ласкою ложь.

Но и все же, тебя презирая,
Я смущенно откроюсь навек:
Если б не было ада и рая,
Их бы выдумал сам человек.

1 декабря 1925

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები