ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მაისი, 2021


ლამპიონების ჩრდილების სასაფლაო-გზა არსაითკენ

გვიანი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი ღამე და ქალაქისთვის უკვე უჩვეულობად ქცეული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო. ლამპიონების გაწოლილი ჩრდილებისთვის სასაფლაოდ ქცეულ ასფალტიან გზაზე დიდი ნაბიჯებით მიდიოდა.გზა,რომელსაც ადამიანები სხვადასხვა,მათთვის სასურველ დანიშნულების ადგილზე მიყავდა,მისთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით მიიკლაკნებოდა.არა სახლისკენ,არც სამსახურისკენ.არც მეგობრების გზას გავდა,არც გზას რომელიც გართობამდე მიდის.გზა მისთვის არსაითკენ მიდიოდა და სადაც არ უნდა დასრულებულიყო,მისი დანიშნულების წერტილი მაინც არ იქნებოდა.დღეს ყველა მისი ნაბიჯი,ლამპიონების ჩრდილების სასაფლაოს,არსაითკენ მიყავდა.

ყველა ჩრდილს წამიერად ისე ერწყმოდა და ისე გამოდიოდა მისგან,თითქოს შავ ლაბადას იზომავდა და ვერცერთს ირგებდა.არსაითკენ მიმავალ ჩრდილების სასაფლაოზე,მხოლოდ მისი ფეხის ხმა ისმოდა,მაგრამ ის მარტო მაინც არ იყო.ყველა გადადგნულ ორ-სამ ნაბიჯზე უკან იყურებოდა,რომ დარწმუნებულიყო არავინ მოყვებოდა,თუმცა იცოდა რომ ერთს მაინც ვერ დაემალებოდა-საკუთარ თავს,ვერ გაურბოდა.ის ყოველთვის მისივე ნაბიჯებით,უკან დაყვება ადამიანს.არსაითკენ მიმავალ ჩრდილების სასაფლაოზე ნაბიჯს უჩქარებდა,განმარტოების ჩიხს ეძებდა რომ გადაეხვია,მაგრამ საკუთარი თავისგან ვერ გაქცევის შიში,მისივე ნაბიჯებით უკან მიყვებოდა და კისერს უწვავდა ცხელი სუნთქვით.საფეთქელთან ძარღვებს უბერავდა იმაზე ფიქრი რომ ყველასგან გაქცევის გზებს მიაგნო,ერთდროულად ყველას ჩამორჩა თავ აუწევლად და ყველას გადაასწრო უკან მოუხედავად,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა.მისი ნაბიჯების ხმა ვერც დღისით ხალხმრავლობაში  სიარულმა ჩამოაშორა და ვერც ღამის სიჩუმეში,ჩრდილიდან ჩრდილში გადარბენამ.
ყველაფრის შიშს მოერია,ყველა შიშს თვალი გაუსწორა.ყველაზე მეტად იმედგაცრუების შიშმა გააწვალა,ეგონა იმედებს თუ დათმობდა არაფერი დარჩებოდა,მაგრამ რაღაც მაინც დარჩა...სამაგიეროდ ეს შიშიც მოიშორა.აი საკუთარ თავთან დარჩენის შიშს კი ვერაფერი მოუხერხა,პირიქით რაც იმედები დათმო,საკუთარ თავთან დარჩენის შიში უფრო მეტად მოუახლოვდა.იმედების გარეშე კი მასთან შეხვედრა არ შეეძლო.

ღრმა ნაფაზს ურტყამს,ლამის ბოლს ფილტვებში,გზაზე გაწოლილი ლამპიონების ჩრდილებიც ჩააყოლა,უკან სუნთქვა შეკრულმა კიდევ ერთხელ გაიხედა,რადგან ნაბიჯების ხმამ უკნიდან უფრო იმატა რაც ნაბიჯს აუჩქარა.საკუთარ თავთან შეხვედრის შიში თვალებში უყურებდა.შემზარავი იყო მისი თვალები,რომელიც მის ზურგს უკან სიცარიელეს უყურებდა და საკუთარ თვალებს ცნობდა.

...სიგარეტის ბოლი ფილტვებიდან ამოუშვა და იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა.შეეგუა,რომ გზას არსაითკენ,განმარტოების ჩიხი არ ქონდა,სწორედ ამიტომაც იყო გზა არსაითკენ,რომელიც ლამპიონების ჩრდილების სასაფლაოს გავდა.

იქნებ იმიტომ ვეძებთ ყოველთვის სხვა ადამიანს,რომ საკუთარ თავთან  თვალის გასწორებას მარტო მყოფები ვერ ვბედავთ?იქნებ იმისთვის გვჭირდება გვერდით ადამიანი,რომ საკუთარი ნაბიჯების ხმა არ გვაშინებდეს და გზას  შეუცვალოს სახელი,აღარ იყოს "გზა არსაითკენ".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები