ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2021


გერტრუდას პასუხები-2

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ხანდახან ვფიქრობ, წასვლაშია მეტი ლოგიკა,
უცნაურად ჟღერს, გეთანხმები, მაგრამ ასეა,
ვითომ ცხოვრება გადაშლილი პასეანსია?
ზოგჯერ მკითხავთან წააწყდები ქალებს-მრევლიდან
ან უარესი, ჩაანაცვლებს ბალზაკს მერიმე,
დღეთა ლიცლიცი გადაივლის ანუ უფერო
დღეები მოვლენ და მოიწყენს თვით ლჲუციფერი,
რატომ იცინი, არ მოგსვლია აზრად ოდესმე
ასეთი ფიქრი, გაგიკილავ განა ბოდლერს მე?!
ეულად ეშმაც მეცოდება, ჩემს თავს რას ვჩივი,
ვაგლახ, ღმერთი და ქირომანტი ვერ გავარჩიე,
ბუხარშიც მარტო დავეჩვიე ცეცხლის დანთებას,
წყალს წაუღია ყავაცა და ქირომანტებიც,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ხანდახან ვფიქრობ, წასვლაშია მეტი ლოგიკა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები