 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2021 |
ბებო იდგა ფანჯარასთან, კითხულობდა ლიოსას, როგორ გაგვიჭაღარავდა, როგორ ჰგავდა სიოსა, მახსოვს, ქვემო მაღაროდან- მაჩხაანში დაჰქროდა, გათენება უხაროდა, შეღამებას ნაღვლობდა, ბებო კოხტა ქალი იყო, გრძელ წარბ-წამწამ-თითება, დრო არ ჰქონდა საქილიკოდ, სათქმელს მუდამ ითმენდა, ბებოს გიშრის ნაწნავები და თვალები-ლიცლიცა, თურმე ბიჭებს აწვალებდა, განა მათთვის იცლიდა, ბებო შეჰყვა ფანჯარასთან „ცუდი გოგოს ოინებს“... როგორ გაგვიჭაღარავდა, „უქმროდ რამ არონია“, მახსოვს, ქვემო მაღაროდან- მაჩხაანში დაჰქროდა, გათენება უხაროდა, შეღამებას ნაღვლობდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგი თბილი ლექსია ბებოზე რას ერჩით? რით დაიწუნებს ბებო? :)
5 ჩემგან კარგი თბილი ლექსია ბებოზე რას ერჩით? რით დაიწუნებს ბებო? :)
5 ჩემგან
8. 6. https://1tv.ge/elit/leqsebi-56/?fbclid=IwAR04eKQ0FSVmVKCJmvCJt5HRyU0Na5KabZVUwIABLkvlDvzd0wJHw4HMNck ა, მაგფერი ლექსები, აგერაა :))) დერვიში. 2021-05-28 17:32:18 სუყველა წავიკითხე, თუმცა წაკითხული მქონდა მე მომწონს თქვენი გულწრფელი, განწყობისელი ლექსები. 6. https://1tv.ge/elit/leqsebi-56/?fbclid=IwAR04eKQ0FSVmVKCJmvCJt5HRyU0Na5KabZVUwIABLkvlDvzd0wJHw4HMNck ა, მაგფერი ლექსები, აგერაა :))) დერვიში. 2021-05-28 17:32:18 სუყველა წავიკითხე, თუმცა წაკითხული მქონდა მე მომწონს თქვენი გულწრფელი, განწყობისელი ლექსები.
7. ბებოზე უფრო ლამაზი ლექსი მინდოდა. ბებოზე უფრო ლამაზი ლექსი მინდოდა.
6. https://1tv.ge/elit/leqsebi-56/?fbclid=IwAR04eKQ0FSVmVKCJmvCJt5HRyU0Na5KabZVUwIABLkvlDvzd0wJHw4HMNck ა, მაგფერი ლექსები, აგერაა :))) https://1tv.ge/elit/leqsebi-56/?fbclid=IwAR04eKQ0FSVmVKCJmvCJt5HRyU0Na5KabZVUwIABLkvlDvzd0wJHw4HMNck ა, მაგფერი ლექსები, აგერაა :)))
5. რომ გითხრათ, გავიგე თქვენი კომენტარი, თქო, ორივემ ვიცით, არ დამიჯერებთ, ვეცდები შემდეგ ჯერზე რეფრენულ-სინტაქსურ-იმნაირი დავწერე, რომ 4 ქულას გამოვკრა ხელი :დ რომ გითხრათ, გავიგე თქვენი კომენტარი, თქო, ორივემ ვიცით, არ დამიჯერებთ, ვეცდები შემდეგ ჯერზე რეფრენულ-სინტაქსურ-იმნაირი დავწერე, რომ 4 ქულას გამოვკრა ხელი :დ
4. :))))
რატომ, ამას წინათ ხომ დავწერე აქ, ავტორი არ მახსოვს. არაფერს მეუბნებოდა მისი ნიკი. თავ-რეფრენული ვერლიბრი იყო მაწანწალა ძაღლებზე, სინტაქსურ- ინტონაციური პარალელიზმებითა და რამდენიმე კარგი გრადაციით. :))))
რატომ, ამას წინათ ხომ დავწერე აქ, ავტორი არ მახსოვს. არაფერს მეუბნებოდა მისი ნიკი. თავ-რეფრენული ვერლიბრი იყო მაწანწალა ძაღლებზე, სინტაქსურ- ინტონაციური პარალელიზმებითა და რამდენიმე კარგი გრადაციით.
3. მადლობა ნოსტრადამუს, ნინო:) ქალბატონო ნინო, 5 ქულას რა შემთხვევაში წერთ, თუ ავტორი ბროდსკია? :) მადლობა ნოსტრადამუს, ნინო:) ქალბატონო ნინო, 5 ქულას რა შემთხვევაში წერთ, თუ ავტორი ბროდსკია? :)
2. ავტორისეულია, რაც არის. ბებიის სახეც - კლიშეებისგან თავისუფალია. კომპოზიციურადაც - ღერძი დგას. არც მეტყველებაა გადაპრანჭული. ტროპის სახეები. მარჯვედ და ზომიერადაა გამოყენებული აქ სამ ქულას ვტოვებ. ავტორისეულია, რაც არის. ბებიის სახეც - კლიშეებისგან თავისუფალია. კომპოზიციურადაც - ღერძი დგას. არც მეტყველებაა გადაპრანჭული. ტროპის სახეები. მარჯვედ და ზომიერადაა გამოყენებული აქ სამ ქულას ვტოვებ.
1. ბებია გამახსენა, კარგი თბილი ლექსია, 5. ბებია გამახსენა, კარგი თბილი ლექსია, 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|