ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 მაისი, 2021


Сергей Есенин- О верю, верю, счастье есть

სერგეი ესენინი - ბედნიერება არსებობს, მჯერა

ბედნიერება არსებობს, მჯერა!
მზე არ ჩასულა, ჯერაც ცაზეა.
სასიხარულო ამბის მაცნეა
მეწამულ მწუხრის წინმხედი მზერა,
ბედნიერება არსებობს, მჯერა.

ოქროს რუსეთო, აღდექ, აჟღერდი,
მსურს ბობოქარი ქარის დაბერვა!
ნეტარ არს, ვინაც ლხენით აღწერა
პასტორალური შენი ნაღველი.
ოქროს რუსეთო, აღდექ, აჟღერდი.

მიყვარს ლიკლიკი მღელვარე ჩქერის,
აკიაფება ტბორზე ვარსკვლავის,
ღვთივკურთხეული ტანჯვა-ვარამი,
მაკურთხებელი მშობელი ერი.
მიყვარს ლიკლიკი მღელვარე ჩქერის.

27 მაისი, 2021 წ.



Сергей Есенин- О верю, верю, счастье есть

О верю, верю, счастье есть!
Еще и солнце не погасло.
Заря молитвенником красным
Пророчит благостную весть.
О верю, верю, счастье есть.

Звени, звени, златая Русь,
Волнуйся, неуемный ветер!
Блажен, кто радостью отметил
Твою пастушескую грусть.
Звени, звени, златая Русь.

Люблю я ропот буйных вод
И на волне звезды сиянье.
Благословенное страданье,
Благословляющий народ.
Люблю я ропот буйных вод.

1917
























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები