ნაწარმოებები



ავტორი: გარფილდი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2021


კატა. დილა. ცოლი

საოცარია, სასაცილოც, ერთობ უცნაურ
ახირებას ჰგავს ყველაფერი, როდესაც შენში
მოზღვავებულად, მოჭარბებით, კუდის ქიცინით,
თავის კატუნით, გაზმორებით, კრუსუნით, ხვნეშით,
თათების ლოკვით, გამოხედვით, ძილით, ღვიძილით,
ულვაშით, ბრჭყალით, ზოლებით და გაწვდილი პეშვით
მოხიბლულ კატას ემსგავსება მორიგი დილა,
იღვიძებ. დგები. მიაშურებ სამზარეულოს
და სანამ ცაზე განლაგდება ღრუბელთა ფთილა,
იდუღებ ყავას. ცოლი გყავდეს. მზამზარეული
ხომ იქნებოდა ეს საუზმე, ლოგინში თბილი
კოცნა. ნაღები. კრუასანი. მკერდი. სხეული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები