ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
30 მაისი, 2021


Афанасий Фет - СМЕРТЬ

ათანასე ფეტი - სიკვდილი

„სიცოცხლე მნებავს! - გაიძახის კადნიერებით -
იყოს ტყუილი! დაე, იყოს თუნდაც ზმანება!“
აზრზეც არაა, ყინულია წამიერების,
მისი ფენის ქვეშ - ბობოქარი ოკეანეა.

სად გადვიხვეწო? ვით შევიცნო ყალბი, ნამდვილი?
წუთისოფელში სად მოვნახო მტკიცე საყრდენი? -
ყველა ღიმილი, გაფურჩქნილი ყველა ყვავილი
თუკი სიკვდილით დაღდასმულა, ქრება წახდენით.

თუ აირჩიეს მესვეურად ბრმა მათხოვრებმა 
თვალებდავსილი, ვერ გაიგნებს გზას წინამძღვარი;
ღვთის მყვირალ ბაზარს თუ შევადრით ქვეყნად ცხოვრებას,
მაშ, სიკვდილია საუკუნო მისი ტაძარი!

30 მაისი, 2021 წ.



Афанасий Фет - СМЕРТЬ

"Я жить хочу! - кричит он, дерзновенный. -
Пускай обман! О, дайте мне обман!"
И в мыслях нет, что это лед мгновенный,
А там, под ним, - бездонный океан.

Бежать? Куда? Где правда, где ошибка?
Опора где, чтоб руки к ней простерть?
Что ни расцвет живой, что ни улыбка, -
Уже под ними торжествует смерть.

Слепцы напрасно ищут, где дорога,
Доверясь чувств слепым поводырям;
Но если жизнь - базар крикливый бога,
То только смерть - его бессмертный храм.

1878

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები