ნაწარმოებები



ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2021


მაისის ლექსით წახველ (ალ.ელერდაშვილს)

ვარდობისთვეშიც, თურმე, ალუბლები
ტირიან, ალუბლებივით ავტირდები,
მაისის ლექსით წახველ და რა უფლებით,
ქარიშხლის დროს არ ტოვებენ კაპიტნები
გემბანს, .რომელიც, სავსეა გაწვიმებით,
მწიფე თავთავებით, სიზმრებით . ასახდენით.
აღარც, ნუგეშია და აღარც რამ, იმედი.
იარე სიჩუმით და სიჩუმით წახვედი
ასე, არ უნდა მიდიოდნენ კაპიტნები.
კაპიტნები არ უნდა მიდიოდნენ, ასე.
შენ ,ხომ ხნულებში მზეებს  გაგვიფენდი,
ახლა, ხომალდია სიჩუმით სავსე.
ყელში ბურთგაჩრილი დგანან იუნგები...
ძნელია, ღუზა სუსტი მკლავით აიტანონ...
ზღვიდან უკომპასოდ მიცურავს გემი
ღრუბლებში. მშვიდობით , ჩემო კაპიტანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები